სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ​ ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა დაინერგება
11-03-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება.

კერძოდ კი მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, დაინერგება ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.

ინიციატივა განათლების მინისტრმა ტექნოპარკში მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, განათლების სამინისტრო გეგმავს ისეთი მექანიზმების ამუშავებას, რომლებიც მოსახლეობას მოკლე დროში დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

მსმენელთა რეგისტრაცია აჭარის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში 25 მარტიდან სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პროგრამებით დაიწყება, სადაც 400-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი გადაეცემათ.

მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების უფლება კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროდ იქნება აღიარებული, პროგრამები პრაქტიკული სწავლების ფორმატით განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...