მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვარდისუბნის სკოლის საინფორმაციო მენეჯრმა ხათუნი ასანიძემ და 1-ლი კლასის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ლია სარალიძემ პროექტი ''სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები დაწყებით საფეხურზე'' განახორციელეს.
პროექტი ელექტრონული პროგრამით განხორციელდა.
როგორც ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, სწავლებისა და განვითარების პროცესის უკეთ წარმართვისათვის, მასწავლებლის მიერ სიტყვიერად მიწოდებული ცოდნა მოსწავლეებს ტესტური დავალების შესრულებით უნდა განემტკიცებინათ:
"მას შემდეგ რაც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 0,5 სთ-იანი სწავლება დავამთავრე, პირველ კლასთან ვაგრძელებ თანამშრომლობას. დღეს გაკვეთილზე მე ვიყავი საკლასო ოთახის ტექნოლოგიის ''მენეჯერი'', რომელის ფუნქციაა დაეხმაროს კლასს ტექნიკური ხარვეზის დროს. გაკვეთილის მიზანი იყო, სწავლებისა და განვითარების პროცესის უკეთ წარმართვისათვის, მასწავლებლის მიერ სიტყვიერად მიწოდებული ცოდნა ტესტური დავალების შესრულებით გაგვემყარებინა, გამოვიყენეთ ბუკები. აგრეთვე, მოვახდინეთ კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა მათემატიკაში. წინასწარ მომზადებული ტესტი მასწავლებლის ბუკიდან ეგზავნება მოსწავლეებს ბუკებში, ასრულებენ დავალებას და გადაცემა ხდება უკან, მასწავლებელთან.''
ასევე მშობლებს შეუძლიათ ნახონ სახლში, ბუკებში, მათი შვილების შესრულებული ტესტი.
მოსწავლეებმა გამოავლინეს მათემატიკის კარგი ცოდნა თემაზე ''შეკრება და გამოკლება 20-ის ფარგლებში'' და ტექნოლოგიის უნარ-ჩვევების კარგი ცოდნაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.