სიახლეები
სიახლეები

„მზად ვართ, საარჩევნო პერიოდში აღარ მოხდეს სკოლების ინსპექტირება, თუ პარლამენტარები მხარს დაუჭერენ“- მიხეილ ბატიაშვილი საიას ეხმაურება
11-03-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კატეგორიულად არ იზიარებს საიას მიერ გამოთქმულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სამინისტროს მხრიდან სკოლები პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში შეგნებულად მოწმდება.

მინისტრის თქმით, სკოლების შემოწმება სასწავლო წლის პერიოდში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება და ასეთი თემების პოლიტიზირება დაუშვებელია.

„სამწუხაროდ, ჩანს, რომ ცალკეული მხარეები ყოველთვის გამოიყენებენ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმების თემას პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის. რაც შეეხება საიას განცხადების პათოსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს სისტემა სრულად დეპოლიტიზირებულია.  ​სკოლებში ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. პროცესი ემთხვევა სასწავლო პროცესს, შესაბამისად, ინსპექტირება, აუდიტი მუდმივი პროცესია, მაგრამ იმისთვის, რომ პოლიტიკური ეჭვები არ არსებობდეს, პარლამენტში ვიზიტის დროს დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომ საარჩევნო პერიოდში ინსპექტირება არ ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას თავადაც არ მივესალმები, მზად ვარ, ეს გავაკეთოთ, რათა მომავალში პოლიტიკური ეჭვები აღარ გაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი დამთხვევებიდან და ეჭვების გაჩენისგან ავირიდებთ თავს. ნებისმიერი განაცხადის შემოსვლის შემდეგ ჩვენ ვახდენთ რეაგირებას. ჩვენ ხომ არ გვაქვს შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ამიტომ ვთქვი, რომ მზად ვართ, იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდში აღარ მოხდეს სკოლების ინსპექტირება, თუ პარლამენტარები მხარს დაუჭერენ, აღნიშნულ წინადადებას“​, -განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია  გამოაქვეყნა. კერძოდ კი საიას ცნობით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. ორგანიზაციის ინფორმაციით, სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება