TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

მზრუნველი თბილისის N84 საჯარო სკოლა და Izrune.ge-ს მეგობარი მეცხრეკლასელები
12-03-2019
-
+


თბილისის N84 საჯარო სკოლაში ინგა ევგენიძის სადამრიგებლო IX/1 „მეგობრული კლასის“ ტიტულს ატარებს და izrune.ge-ს დიდ და წარმატებულ ოჯახს საამაყო წევრად უერთდება.

და ახლა, ტრადიციულად, გვსურს მზრუნველი ისტორიის მზრუნველი გმირები გაგაცნოთ და მათი გამოცდილება გაგიზიაროთ:

„მახარებს ჩემი მოსწავლეების წარმატება და „მეგობრული კლასის“ ტიტულის მოპოვება. შედეგზე მოსწავლის, ოჯახებისა და სკოლის ერთობლივი თანამშრომლობით გავედით. Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართვით, მამოტივირებელი  და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მართლაც საქვეყნო საქმეს ემსახურება. ბავშვებს მოსწონთ ტესტების სახალისო და შემეცნებითი ფორმატი და მოუთმენლად ელიან ხოლმე ყოველ ხუთშაბათს, მომდევნო დღეს კი მოსულ საკითხებს განიხილავენ კლასში და ცოდნას იღრმავებენ. მიუხედავად იმისა რომ უკვე მე-9 კლასში არიან, მშობლები დიდი ინტერესით ერთვებიან ტესტირებაში და ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ მუდმივად ადევნონ თვალი შვილის ცოდნისა და განვითარების დონეს, შემდეგ კი სკოლასთან თანამშრომლობით, გააუმჯობესონ მუშაობა საჭირო მიმართულებით. გვსურს, რომ „თვის სუპერ კლასის“, შემდეგ კი „მომავლის კლასის“ ტიტული მოვიპოვოთ და ამისთვის ძალას არ დავიშურებთ,-“ინგა ევგენიძე, დამრიგებელი.

665.jpg

IX/1 „მეგობრული კლასის“ მოსწავლე ლუკა გოგინაშვილზე მამიდა, მარიამ გოგინაშვილი ზრუნავს, რომელიც საკუთარ მიდგომებს გვიზიარებს:

Izrune.ge ინდივიდუალური და საინტერესო ტესტებით მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს ავითარებს და წამახალისებელი მიდგომებით წარმატებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია, სწორედ ამიტომ ჩავერთეთ პორტალში და ლუკა ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ხუთშაბათს. სიმართლე გითხრათ, მინდა, დამოუკიდებლად მუშაობას მიეჩვიოს და ტესტირებაში აქტიურად არ ვერევი, ძირითადად შედეგზე ვარ ორიენტირებული, მსურს სკოლასთან თანამშრომლობითა და საკუთარ თავზე მუშაობით ცოდნა გაიღრმავოს.“

თავად ლუკა Izrune.ge-ში საინტერესო ტესტები, წამახალისებელი და გუნდური მიდგომები მოსწონს. ამაყია „მეგობრული კლასის“ ტიტულის მოპოვებით და კლასელების წარმატებას გულწრფელად იზიარებს.

ლუკას ერთერთი მეგობრული კლასელი თეკლა ბოჭორიშვილია, რომელიც თვლის, რომ Izrune.ge-სთან ერთად საგაკვეთილო პროცესი უფრო მრავალმხრივი და სახალისო გახდა:

Izrune.ge კლასელებს ძალიან გვაახლოებს ერთმანეთთან. ის იდეაც კი გაგვიჩნდა, რომ ტესტები ყველას ერთად გაგვევლო, მაგრამ მოგეხსენებათ პორტალის ინდივიდუალური მიდგომები. სამაგიეროდ, ყოველი ხუთშაბათის შემდეგ აქტიურად განვიხილავთ მოსულ საკითხებს, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და გვიხარია კლასის წარმატება. საგაკვეთილო პროცესის უფრო მრავალმხრივი და საინტერესო გახდა, Izrune.ge უკეთ სწავლისა და წინსვლის მოტივაციას გვაძლევს.“

ლია ბოჭორიშვილი თეკლას მშობელი, შვილის კლასის, სკოლისა და Izrune.ge-ს ძალიან დიდი გულშემატკივარია:

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად მადლობელი ვარ თბილისის N84 საჯარო სკოლისა და ინგა ევგენიძის. სკოლაში ახალი გადმოსულები ვართ, მანამდე საკმაოდ დიდი სირთულეები გადავლახეთ და აქ მართლა ოჯახივით დაგვხვდნენ. თბილ და მოსიყვარულე გარემოს ახლა უკვე Izrune.ge-ს მზრუნველობა შეემატა და „მეგობრულ კლასში“ ყველა პირობაა შექმნილი თეკლასა და მისი თანატოლების წარმატებისთვის. რისთვისაც ასევე ძალიან მადლობელი ვარ. პორტალის ინოვაციურ, შემეცნებით და წამახალისებელ მიდგომებთან ერთად ოჯახის, ბავშვისა და სკოლის თანამშრომლობით სასკოლო ცხოვრების წარმატებული ისტორია იღებს დასაბამს.“

tekla.jpg


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება