ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა საპრიზო ადგილზე გასულ ''ეტალონის'' მონაწილეებს სიურპრიზს უმზადებს
01-03-2017
დაკოპირებულია
-
+
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ამბროლაურს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ამბროლაურის ხიდიკრის კლუბში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“