მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში პედაგოგთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ამავდროულად, ეს შეხვედრები წარმოადგენდა ადგილობრივი მასწავლებლების ტრენინგს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრების ორგანიზატორი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამსონიძე იყო. მას შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებოდა და პრეზენტაციები წარმოადგინა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი რეზო ბარბაქაძე.
შეხვედრებზე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
1. სილაბუსები და თემატური გეგმები (ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაკვეთილის გეგმები)
2. ინტეგრირებული გაკვეთილი (მისი დაგეგმვისა და ჩატარების ძირითადი ეტაპები)
3. შეფასება,შეფასების ტიპები და რუბრიკები
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ
ცხუმარის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს - გოჩა შამფრიანს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მათ მომავალში