სიახლეები
სიახლეები

განათლების ეროვნული კონცეფციის შექმნის პროცესში მონაწილეობას მასწავლებლები და დირექტორებიც მიიღებენ
12-03-2019
-
+


განათლების ეროვნული კონცეფციის, ახალი ინიციატივის - „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ შექმნის პროცესში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის მასწავლებლები და დირექტორები მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და ახალი ღია პლატფორმის შექმნა დააანონსა, რომელიც გააერთიანებს, როგორც ონლაინ ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს.

„მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ მაქსიმალური ჩართულობა ყველასი ამ ეროვნული იდეის შექმნის პროცესში. მინდა დავაანონსო ერთგვარი ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს, როგორც ონლაინ ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, ლექტორები, სტუდენტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ზოგადად, ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოთ ხორცშესხმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის“,-განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა კანონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“ იქნება უზრუნველყოფილი. 2019 წელს კი განათლების სექტორზე მილიარდ 600 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2020 წელს - 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს - 2 მილიარდ ნახევარი ლარი, 2022 წელს კი - 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ მიმართულებებზე იქნება მიმართული:

  • სკოლამდელი განათლება
  • საშუალო განათლება
  • პროფესიული განათლება
  • უმაღლესი განათლება
  • მეცნიერული განათლება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება