მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნუცა კობახიძე პირველი ქართველია, ვინც განათლების სფეროში გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა. Gail P. Kelly-ის ჯილდოს ნუცა კობახიძეს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების (Comparative and International Education Society (CIES) კომისია გადასცემს, რომელიც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერებისაგან შედგება.
1994 წლიდან ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურ ენაზე შესრულებულ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სოციალური სამართლიანობაისა და თანასწორობის თემებს ეხება.
შერჩევის კრიტერიუმებს შორის არის აკადემიური წარჩინება, ორიგინალურობა, მეცნიერული სიახლე, კვლევის მეთოდოლოგიის სიზუსტე და დარგის განვითარებაში შეტანილი თეორიული წვლილი.
ნუცამ სადოქტორო დისერტაცია 2016 წელს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიცვა, სადაც განაგრძო მუშაობა. ნუცა კობახიძეს გეილ კელის სახელობის ჯილდო ოფიციალურად 2017 წლის 7 მარტს გადაეცემა, საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გაიმართება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა