მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს 2023-2024 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება, კერძოდ კი უმაღლესში მოსახვედრად ერთი კომბინირებული გამოცდის ჩაბარება არარეალისტურად ეჩვენება.
როგორც სოფო გორგოძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, უფრო ადვილი წარმოსადგენია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები გაერთიანდეს.
„მართალი გითხრათ, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ 2024 წლისთვის ერთი გამოცდა იყოს ჩასაბარებელი და ამ გზით წავიდეთ. უფრო მიადვილდება იმის წარმოდგენა, რომ დამამთავრებელი და მისაღები გამოცდები გაერთიანდეს. ანუ ერთი გამოცდა კი არა მაგალითად, 3-4 გამოცდა, რომელიც იქნება, როგორც სკოლის დამამთავრებელი, ისე უმაღლესში ჩასაბარებლად განკუთვნილი. ეს უფრო წარმოსადგენია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ საერთოდ ერთი გამოცდა იყოს და მეტი არაფერი.
საუბარი იყო იმაზე, რომ თუ უნივერსიტეტები თავად დაგეგმავდნენ და ექნებოდათ მიღება, მაშინ როცა უნივერსიტეტები სრულიად დეცენტრალიზებულნი იქნებიან და უმაღლესები თავად განაგებენ მიღების პროცესებს, მაშინ შეიძლება საუბარი მხოლოდ ერთ გამოცდაზე. თუმცა, ვფიქრობ, ეს ცოტათი ადრეა, ამისთვის მზად არ ვართ და 2024 წლისთვისაც კი მსგავსი ცვლილება არარეალისტურად მეჩვენება, თუმცა, ვარიანტად შეიძლება საზოგადოებამ ეს საკითხი განიხილოს“,-განაცხადა გორგოძემ
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ 2023-2024 წლიდან შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი შეიცვალოს და ერთი ცენტრალიზებული გამოცდა დაინერგოს, რომელშიც საგნები და უნარები იქნება კომბინირებული.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია. ამის გარდა, უნდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ცხადია, ეს წელს და მომავალ წელს არ იგეგმება. პრინციპის დონეზე საუბარი არის, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც სკოლების დონეზე ამ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი, მსხვილი, კომბინირებული გამოცდა. თუ შევთანხმდით და დავგეგმეთ, შესაძლებელია, 2023-2024 წლისთვის გადავიდეთ ამ მოდელზე",- განაცხადა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა