სიახლეები
საინტერესო

არანაირი საშინაო დავალება და ჯარიმა არდადეგების გახანგრძლივებისთვის - როგორ ატარებენ მოსწავლეები არდადეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
17-03-2019
-
+


არდადეგები ის დროა, როდესაც მოსწავლეები დასვენებას და ძალების აღდგენას ახერხებენ. საინტერესოა როგორ ატარებენ არდადეგებს დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პერუსა და სხვა ქვეყნებში.

დიდი ბრიტანეთი - არდადეგები ოჯახთან ერთად მოგზაურობის ერთადერთი შანსია

სასკოლო არდადეგები დიდ ბრიტანეთში ცამეტი კვირა გრძელდება. როგორც წესი, სასწავლო წელი სექტემბერში იწყება და ივლისის შუა რიცხვებში ან თვის ბოლოს მთავრდება. სკოლის მოსწავლეები სამი ტრიმესტრი სწავლობენ.

დაწყებით სკოლაში მოსწავლეებს არდადეგებზე, როგორც წესი, გარკვეულ თემაზე პროექტის მომზადებას ავალებენ.

უფროს კლასებში მოსწავლეებს საშინაო დავალება საგნების უმეტესობაში აქვთ.

და თუ, მაგალითად, მეშვიდე კლასში საკმარისია ნუსხიდან მინიმუმ ორი წიგნის წაკითხვა, მაშინ მეთორმეტეში მოსწავლეებს უკვე რომანის მიხედვით ესეს დაწერა და კლასიკური ბრიტანული ლიტერატურის პერსონაჟის ანალიტიკური პორტრეტის გაკეთება უწევთ.

არდადეგებზე შვილებს მშობლები ართობენ, თუ, რა თქმა უნდა, მოსწავლეები სკაუტების რაიმე საზოგადოების წევრები არ არიან და ბანაკში წასვლა უნდათ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დროს ოჯახით დასასვენებლად წასვლა შეუძლებელია - ამისთვის შეიძლება მშობლები საშუალოდ 400 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდნენ.

საერთო ჯამში, ბავშვს გაკვეთილების გაცდენა წელიწადში 10 დღეზე მეტი არ შეუძლია და ისიც მხოლოდ საპატიო მიზეზით. 

ირლანდია - არდადეგები თემატური ბანაკების დროა

ირლანდიაში არდადეგები წელიწადში ხუთჯერ არის: საშემოდგომო, საშობაო, თებერვლის, სააღდგომო და საზაფხულო.  მოსამზადებელი კლასების მოსწავლეებს ასევე მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში 3-4 თავისუფალი დღე აქვთ.

დაბალი კლასის მოსწავლეებს არდადეგებსა და ოფიციალურ დასვენების დღეებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. ზოგადად მშობლებს რეკომენდაცია აქვთ ბავშვები არ დატვირთონ და მეცადინეობაზე დღეში 20 წუთი გამოყონ.

საშუალო სკოლაში გადასვლის შემდეგ არდადეგებზე დატვირთვა, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, ყოველ წელს იზრდება. მოკლე არდადეგების დროს სკოლის მოსწავლეები საბავშვო ცენტრებს, სპორტულ სექციებს, შემოქმედებით წრეებს სტუმრობენ, ზაფხულში კი - ნახევარი დღით თემატურ ბანაკებში დადიან.

არდადეგებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბავშვებს სკოლაში ამ სექციებისა და ბანაკების შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ. 

პოპულარულია ექსკურსიები: დაწყებითი სკოლიდანვე სწავლისგან თავისუფალ, წელიწადის თბილ დროს, სკოლის მოსწავლეები ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად დაჰყავთ.

არდადეგების დროს ბევრი ოჯახი სამოგზაუროდ მიდის - როგორც საზღვარგარეთ ისე ქვეყნის შიგნით. 

გერმანია - გაცდენები და არდადეგების თვითნებური გახანგრძლივება აკრძალულია

სკოლის არდადეგები გერმანიაში ფედერალური მიწის მიხედვით განსხვავებულია. ემთხვევა მხოლოდ საშობაო და სააღდგომო არდადეგები. ყველაზე ხანგრძლივი - რა თქმა უნდა, საზაფხულოა, ის ექვსი კვირა გრძელდება - ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე.

საერთო ჯამში, ბავშვებსა და მოზარდებს წელიწადში 75 დღის დასვენების უფლება აქვთ.

გაკვეთილების გაცდენა მკაცრად აკრძალულია, არ შეიძლება არდადეგებზე ადრე დაწყება და გვიან დაბრუნება. ამისთვის, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა მშობელი დაჯარიმდეს და საქმე სასამართლო გარჩევამდეც კი მივიდეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სიარული ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა, საშინაო განათლება კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში არსებობს.

ამასთან რაც უფრო პრესტიჟული და ძვირადღირებულია სკოლა, მით უფრო მკაცრია წესები.

საშინაო დავალებას არდადეგებზე, როგორც წესი, არ იძლევიან. პატარა ბავშვებს არდადეგებზე ბებიები და ნათესავები ართობენ. უფროსი ბავშვები  ბანაკებში დადიან, სადაც რამდენიმე საათს ან მთელ დღეს ატარებენ.

შვილებს არდადეგების დროს მშობლები შვებულებას მორიგეობთ იღებენ, რომ ბავშვებთან დრო გაატარონ, ხანდახან ბავშვები სამსახურშიც მიჰყავთ. გერმანიაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ასეთი შემთხვევებისთვის ორგანიზაციებში საბავშვო ოთახებია გამოყოფილი.

ბევრი ოჯახი ცდილობს არდადეგების დროს ქალაქიდან გავიდეს. 

ნიდერლანდები - ამ ქვეყანაში არდადეგების ვადების დარღვევის გამო შესაძლებელია მშობლები დააპატიმრონ

ქვეყანა დაყოფილია სამ ზონად - ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ზონად. არდადეგებიც, მაისის და საშობაოს გარდა, ზონიდან გამომდინარე განსხვავებულ დროს იწყება. 

ნიდერლანდების მთავრობა კრძალავს ბავშვებთან ერთან სასწავლო დროს დასასვენებლად წასვლას - ეს სავალდებულო განათლების შესახებ კანონის დარღვევაა და მის დამრღვევს არა მხოლოდ ჯარიმა არამედ სასამართლო განხილვაც ემუქრება. შესაძლოა საქმე ერთ-ერთი მშობლის ერთთვიანი პატიმრობითაც დამთავრდეს.

საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შესაძლებელია „არაგეგმიური“ დასვენების შესახებ მოთხოვნის შეტანა, მაგრამ ეს სავარაუდო დასვენებამდე 8 კვირით ადრე უნდა გაკეთდეს და უნდა არაუმეტეს 10 დღე გაგრძელდეს.

ნიდერლანდებში მოსწავლეებისთვის არდადეგებზე მიცემული საშინაო დავალება მინიმალურია. არდადეგებზე მოსწავლეთა ძირითადი აქტიურობა ოჯახთან ერთად დროის გატარებაა.

აშშ - არდადეგებზე უნივერსიტეტისთვის მომზადება იწყება

აშშ-ში არდადეგები შტატის, სასკოლო ოლქის, სასწავლო დაწესებულების და მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით განსხვავდება.

სადღესასწაულო არდადეგებს მოსწავლეები ოჯახურ წრეში ატარებენ, რადგან ამ დღეებში სხვა ოჯახის წევრებიც ისვენებენ.

შობას ამერიკელები ხშირად სანაპიროზე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე ან ეროვნულ პარკებში მიემგზავრებიან. 

ზაფხულის არდადეგებზე კი მშობლებს შვებულების აღება უხდებათ, მაგრამ იგი მოსწავლის დასვენების ყველა დღეს ვერ ფარავს. რადგან ამერიკაში ბავშვების სახლში მარტო დატოვება 12 წლამდე კანონით აკრძალულია, ბებიებისა და ბაბუების დამხმარეების იმედად ყოფნა კი მიღებული არ აირს, მოსწავლეები ბანაკებში მიდიან.

საშინაო დავალებები არდადეგებზე არ არის, მაგრამ ბევრი მოსწავლე  ე.წ. “ზაფხულის სემესტრში“ დადის, ისინი კვირაში რამდენჯერმე საყვარელ საგანში ცოდნის გასაღრმავებლად, უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად ან ახალი უნარების ასათვისებლად სკოლაში მიდიან. 

პერუ - არდადეგები წელიწადში ერთხელაა, მაგრამ წლის მეოთხედი გრძელდება

პერუში არდადეგები წელიწადში მხოლოდ ერთხელაა, მაგრამ ის დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ამასთან არდადეგებზე მოსწავლეებს დავალებებს თითქმის არ აძლევენ.

სწავლისგან თავისუფალ თვეებში ბავშვები ინტენსიურად დადიან მუსიკის, საბრძოლო ხელოვნების, ხატვისა და კინოხელოვნების წრეებზე.

ისინი კი ვინც სანაპიროზე ცხოვრობენ, ოჯახთან ერთად წყნარ ოკეანეზე დასასვენებლად მიდიან. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები და სურვილები ყოველთვის გათვალისწინებულია


I კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები და საახალწლო ლექსები წარუდგინეს მაყურებელს


ბავშვები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება