სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

რა როლს ასრულებენ სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა თვითმმართველობები
14-03-2019
-
+


საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არსებობის შესახებ ყველას აქვს გაგონილი, თუმცა რამდენად აქტიურად არის ეს რგოლი სასკოლო ცხოვრებაში ჩართული და რას აკეთებენ ისინი ყოველდღიურად, ამის გასარკვევად etaloni.ge როგორც რეგიონის, ისე დედაქალაქის საჯარო სკოლებს დაუკავშირდა.

როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეთა თვითმმართველობა ძირითადად აქტიური ღონისძიებების გამართვის კუთხით არის და ნაკლებად ერევა სკოლისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვებსა და გადაწყვეტაში. აღნიშნულის მიზეზად კი დირექტორების ნაწილი, როგორც მოსწავლეების გამოუცდელობას, ისე თავად სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ამ რგოლთან თანამშრომლობის გამოცდილების ნაკლებობით ხსნიან.

მათი თქმით, მოსწავლეები ბოლომდე ვერ იაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობა, ისევე როგორც სკოლის ადმინისტრაციას არ აქვს ეს საკითხი ბოლომდე გააზრებული.

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი: „რაღაცნაირად ვერ შეიგრძნეს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა, რამდენიმე კლუბი დაარსეს, ატარებენ ღონისძიებებსაც. ვერ ვიტყვი, რომ არ აქტიურობენ, თუმცა, მე პირადად უკმაყოფილო ვარ და ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები“.

ბათუმის N1 სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე: „ვერ ვიტყვი, რომ ჩართულები არ არიან, მაგრამ სასურველი იქნება, უფრო მეტად გააქტიურდნენ და მეტად აიღონ პასუხისმგებლობა იმ საკითხებზე, რომელიც მათ ეკისრებათ. სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობას ღებულობენ, გეგმავენ ღონისძიებებს, სპორტული იქნება თუ სახელოვნებო მიმართულების, თუმცა, უშუალოდ სასკოლო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, უკეთესი იქნება მათი ჩართულობა გაიზარდოს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ნაკლებად აქტიურობას მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, შეიძლება რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ: ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჩვენი სკოლა საკმაოდ მრავალრიცხოვანია 2 ათასამდე მოსწავლე სწავლობს და შეიძლება, ამიტომაც არ არიან ძალიან აქტიურები. მეორეს მხრივ, მათ არ აქვთ შესაბამისი გამოცდილებაც, თუმცა, დროსთან ერთად ამასაც იძენენ ვფიქრობ, ნელ-ნელა უფრო მეტად გაიზრდება მათი საქმიანობაც. ასევე, შესაძლებელია ჩვენც სკოლის ადმინისტრაციაც, მაინცდამაინც, არ უწყობდეს ხელს მათ გააქტიურებას. ვფიქრობ, ადმინისტრაციასაც ბევრი აქვს სასწავლი და ჩვენც არ გვაქვს სკოლის ამ რგოლთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება“.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა: „სამეურვეო საბჭოში თვითმმართველობის ერთი წევრი არის ჩართული, ეს კანონითაც არის გათვალისწინებული. ინტერესი ნამდვილად აქვთ და საუბრობენ იმ საკითხების შესახებ, რომელიც სკოლას ეხება. რაც შეეხება უშუალოდ თვითმმართველობას, რა თქმა უნდა, საკმაოდ აქტიურობენ, თავიანთი პროექტები აქვთ, როგორც სამოქალაქო აქტივობებთან, ისე შიდა სასკოლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. მაგალითად, საახალწლოდ ჩაატარეს კარნავალი, ახლა სკოლის რადიოს გაკეთება სურთ. უნდათ გაკვეთილებს შორის შუალედებში რადიოს საშუალებით გამოაცხადონ სხვადასხვა ამბები. რადიოს პროექტი დააფინანსა თვითმმართველობამ, თუცა, ჯერ ბოლომდე არ არის მისული, ელოდებით ტექნიკის დამონტაჟებას“.

თბილისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კაშია: „საკმაოდ აქტიურები არიან, ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ყოველთვის აქვთ პოზიცია იგივე სკოლის შინაგანაწესის დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ რაიმე წესის შეცვლა უნდათ ან ეზედმეტებათ ასეთი წინადადებები არ ჰქონიათ. თუმცა, ზოგადად ყველაფერში იღებენ მონაწილეობას და ვთვლი რომ საკმაოდ აქტიურები არიან“.

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე: „ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, აკეთებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ბოლოს საგაზაფხულო არდადეგებამდე გააკეთეს მოცარტის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება. ღონისძიებები უკვე დაგეგმილი აქვთ სასწავლო პროცესის განახლების შემდგომაც. აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საბაზო ისე სამუშაო საფეხურის თვითმმართველობები ერთმანეთთან და ერთვებიან, როგორც სასკოლო ცხოვრებაში ისე საქალაქო ღონისძიებებში“.

ცნობისთვის, სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში აღნიშნულია, რომ სკოლებს უნდა ჰყავდეთ მოსწავლეთა თვითმმართველობა.

საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ორი თვითმმართველობა არსებობს - საბაზო და საშუალო საფეხურების. მოსწავლეები თვითმმართველობებს არჩევნების საშუალებით, ფარული კენჭისყრით და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით ირჩევენ. ხოლო ხელმძღვანელობას თვითმმართველობის წევრები ირჩევენ.

რაც შეეხება სკოლებში თვითმმართველობის ფუნქციებს, მათ უფლება აქვთ, შეიმუშაონ რეკომენდაციები სკოლის შინაგანაწესის შესახებ. ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი მოსწავლე სამეურვეო საბჭოში ერთვება, მას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს სხვადასხვა ტიპის წინადადებები, სკოლისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. თვითმმართველობები მონაწილეობენ გრანტის განკარგვაში და უფლება აქვთ შექმნან სასკოლო კლუბები.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება