მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და 2019 წლამდე მასში 250-ზე მეტი საჯარო სკოლა და 32 კერძო და საჯარო კოლეჯი/უნივერსიტეტი ჩაერთო.
განათლების სამინისტროს ცნობით, პროგრამა რამდენიმე განსხვავებული მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან ერთად უნდა შეიმუშავონ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017-18 წლების მონაცემების გათვალისწინებით, საკონკურსო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება დანართში წარმოდგენილ რეგიონებს/მუნიციპალიტეტებს.
პროგრამაში ჩართვის მსურველ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკონკურსო განაცხადების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელონ დანართში წარმოდგენილი გზამკვლევით.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული კურსების განხორციელება დაიწყება 2019 წლის შემოდგომის სემესტრში",- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა