მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 12 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.
რეგისტრაციისათვის მონაწილეებს დასჭირდებათ:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• ელექტრონული ფოსტა
• გამოცდაში მონაწილეობის საფასურის 10 ლარის გადახდა
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. ცენტრის ვებგვერდიდან გადახდა - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. „თიბისი ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
7. PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.
თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 7 მაისის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.
ელექტრონული რეგისტრაციისას, მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.ge ) შესვლის შემდეგ, სტუდენტი სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელზეც მიიღებს პაროლს. ამ პაროლით იგი შედის სისტემაში პირად გვერდზე და ირჩევს საგამოცდო ქალაქს.
შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ სტუდენტი აჭერს "შენახვის" ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
თუ აპლიკანტი ელექტრონული ფოსტით ვერ მიიღებს აღნიშნულ დადასტურებას (ვერც inbox-ში და ვერც junk-ის ან spam-ის განყოფილებაში), მას, სავარაუდოდ, არ აქვს დასრულებული ცვლილებების განხორციელება.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (3 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
სტუდენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 2 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა