მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 14 მარტს გამოცხადებულმა ტრენინგმა, რომელიც „გუგლ დედამიწის“ გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნას ეხებოდა, პედაგოგების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
იმის გამო, რომ ტრენინგზე აპლიკანტთა რაოდენობა შეზღუდული იყო, პედაგოგთა უმეტესობამ, რეგისტრაცია ვერ მოასწრო და ამან მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
etaloni.ge-ს ბევრმა მასწავლებელმა მომართა კითხვით, გამოცხადდება თუ არა აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია ისევ? ამ კითხვით ჩვენ მასწავლებლის სახლს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ტრენინგზე რეგისტრაცია ისევ გამოცხადდება, თუმცა როდის კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი:
„კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია კვლავ გამოცხადდება“.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგზე - Google Earth-ის (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა ყველა საგნის მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეს 0,5 კრედიტი მიენიჭება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება