მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს უმეტეს რაიონში 19-22 მარტს გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ზოგ რაიონში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.
„ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში +1, +6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი. 19 მარტიდან გამოიდარებს და 22 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს +18, +20 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ხვალ დაბალი ტემპერატურა იქნება. +8, +13 გრადუსის ფარგლებში, მთაში +1, +6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -7; -2 გრადუსი დაფიქსირდება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება