სიახლეები
სიახლეები

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლოა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება მიეცეთ
18-03-2019
-
+


პროფესიული პროგრამების პოპულარიზების მიზნით, პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადების უფლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებზეც უნდა გავრცელდეს.

კანონპროექტს პირველი მოსმენით კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედით, მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გადავადება.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათშია მითითებული, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას.

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით, რაც დამატებით მოტივაციას უქმნის აბიტურიენტებს, ნაცვლად პროფესიული განათლებისა, მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოიპოვონ აკადემიური პროგრამის სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღემატება პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ, იწვევს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამუშაო ძალის დეფიციტს.

ვინაიდან, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, ეს ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მისცემს რა პროფესიულ სტუდენტს უფლებას, ერთი პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება