მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიანთის საჯარო სკოლა გაქურდეს. როგორც etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა, ნანა შარაძემ განცხადა, სკოლიდან ტექნიკაა მოპარული.
„კომპიუტერული ტექნიკაა წაღებული: ორი ნოუთბუქი, ერთი პერსონალური კომპიუტერი, ორი პროცესორი და ერთი მაგნიტოფონი. გაქურდვის ფაქტი პარასკევს დავაფიქსირეთ, ზუსტად მაშინ, როცა არდადეგები დასრულდა და სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილებს, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინაროეობს“, - განაცხადა ნანა შარაძემ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მხილებულია სამი არასრულწლოვანი. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამივე მხილებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა