მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების გარდა, მათ მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეძლო.
თუმცა, არსებობს მშობელთა კატეგორია, რომლებთან ურთიერთობაც
ყველა მასწავლებელს უძნელდება:
ინდიფერენტული მშობლები - კატეგორია, რომელიც ნაკლებად ინტერესდება და ერთვება
შვილის სასკოლო ცხოვრებაში. ვერასდროს ახერხებს კლასის კრებებზე დასწრებას და არასდროს
აქვს დრო პედაგოგთან სასაუბროდ.
ჰიპერაქტიური მშობლები - ეს ზემოთქმულის საპირისპირო
ტიპაჟია, რომელიც „სულს ხდის“ მასწავლებელს შვილთან დაკავშირებული ყოველი დეტალის დაზუსტებასა
და სასკოლო ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევით.
ამბიციური მშობლები - კატეგორია, რომელიც შვილის უპირობო
ლიდერობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად,
მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა მისი შვილი პირველობას.
„კუდაბზიკა“ მშობლები - პედაგოგებსა და სხვა მშობლებზე
ზემოდან იციან ყურება. ამბიცია აქვთ, რომ ყველაფერი საუკეთესო მიიღონ ცხოვრებისაგნ
და ექსკურსიებზე, ბანკეტსა თუ სხვა ღონისძიებებზე, კლასში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური
ფონის გაუთვალისწინებლად, პრესტიჟული ინიციატივებით გამოდიან.
ინტრიგანი მშობლები - ეს ტიპაჟი ყველაზე რთული საურთიერთოა.
სუბიექტური თუ ობიექტური ხედვით, პრობლემურ საკითხს მუქარითა და „აჯანყებით“ უპირისპირდებიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.