მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველკლასელთა მშობლებს სკოლაში სხვა დოკუმენტებთან ერთად შესაძლოა, აცრების დამადასტურებელი ცნობის წარდგენაც მოუწიოთ.
აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც აბულაძემ განმარტა, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება შესაძლოა დადგეს.
„ამ ეტაპზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმ ფაქტის გამო, რომ გამძვინვარებული იყო წითელას ეპიდემია, დავაგზავნეთ წერილები რეკომენდაციით, რომ სკოლებმა მოითხოვონ დოკუმენტაცია მშობლებისგან აცრებთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე სავალდებულო დოკუმენტაციაში აცრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ დევს. თუმცა, აქვე ვიტყვი იმას, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ივნისიდან შედის ძალაში აცრების სავალდებულოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ რა ვალდებულებებიც გვექნება ჩვენ, განათლების სისტემას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად ვაცნობებთ მშობლებს“, - განაცხადა აბულაძემ.
იხილეთ ასევე: 2019 წლიდან სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვისას შესაძლოა სავალდებულო გახდეს აცრის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება