სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
15-09-2016
-
+


ხარაგაულის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. 

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა გოგოლაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მიულოცა.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პააატა გოგოლაძე: "გილოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოდგეს ფეხი განათლების ტაძარში. წარმატებებს ვუსურვებ, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომელებიც მომავალში სწავლების ახალ საფეხურზე უნდა გავიდნენ. ვიმედოვნებ, რომ მოსწავლეებისა და პედაგოგების მიმართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭრა იქნება. სახელწიფო, რომელიც ადამიანის განათლებას დიდ ყურადღებას აქცევს გარანტირებულია წარმატებისათვის."

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე: "მსოფლიოს არცერთ ქვეყანას წარმატებისთვის არ მიუღწევია თუ ყველაზე ძვირფასი განძი არ ჩადო განათლების სისტემაში. განათლება არის ქვეყნის განვითარების საფუძველი. ის ინოვაციები, ტექნოლოგიები, თანამდეროვე სტანდარტები, რომელიც შემოგვთავაზა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არის საწინდარი იმისა, რომ სკოლამ ღირსეული თაობა გაზარდოს. პედაგოგებს მიმდინარე სასწავლო წელს ორჯერ გაეზრდებათ ანაზღაურება. გილოცავთ ყველას სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ."

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა გოგოლაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ №3 საჯარო პირველკლასელებს კომპიტერები გადასცეს. პირველკლასელებს საფრანგეში მცხოვრები ხარაგაულელი, ნინო კიკნაძისგან საჩუქრად წიგნი – "დედა ენა" გადაეცათ.

№3 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა ხვედელიძემ საწავლო წლის დაწყება მიულოცა ყველას და აღნიშნა, რომ წელს №3 საჯარო სკოლაში 21 პირველკლასელმა შეაბიჯა.

მან მადლობა გადაუხადა მოადგილეს, ნანა კვინიკაძეს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, რომელიც ამ დრომდე მის მოვალეობას ასრულებდა.

№2 საჯარო სკოლის დირექტორი, ვალერი გოგნაძე: "მოგესალმებით, ღმერთმა ქნას სულ ასეთი ხალხმრავლობა იყოს ჩვენი სკოლის გარშემო. ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს ასეთი გამონათქვამი აქვს, რომელსაც ძალიან უყვარდა ადამიანები და ცხოვრება - "ნეტავი ჩემი თვალები მოგცათ და მით გაყურებინათ ამ ქვეყნისათვის. "თქვენ წინაშე მდგარს სწორედ ეს სურვილი მიჩნდება, ისეთი ლამაზები და მოხდენილები ხართ. ყველას მოგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ მშვიდობას ოჯახსა და ქვეყანაში."

ვალერი გოგნაძემ გასული სასწავლო წლის სკოლის მიღწევები მოკლედ მიმოიხილა და წარმატებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. "202 მოსწავლით დავამთავრეთ სასწავლო წელი.

21 მათგანმა საშუალო საფეხური დაასრულა, აქედან ორმა (მადონა შველიძე და ნინო მაღრაძე) ოქროს მედალი მიიღო, ერთმა – ვერცხლის (მარიამ მაღლაფერიძე). 11 მათგანი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო ერთი უკრაინის აკრედიტირებულ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. თითოეულ მათგანს ვუსრვებ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებებს. პატარებს კი რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი ვუსურვებ ეს ენერგია, სიხალისე და მუხტი, რაც დღევანდელ დღეს გაგაჩნიათ გაგყოლოდეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში", – აღნიშნა ვალერი გოგნაძემ.

№2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეემბა ლექსები წაიკითხეს და თანატოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება