სიახლეები
სკოლები

ნამაშევის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა
19-03-2019
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლაში აფხაზეთისა და აგვისტოს ომში მონაწილე გმირების პატივსაცემად და დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „კიდევაც დაიზრდებიან“ ჩატარდა. 

ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და მუსიკის მასწავლებლებმა - იზოლდა გალდავაძემ, ელისო ლეშკაშელმა, მინდია გველებიანმა და თვალმზისა გიორხელიძემ გაუწიეს.

ღონისძიებაში VII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ამავე სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერ ჯაფარიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, ზაიარა მიქატაძე და უწყების წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, გელა ცინაძე ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს და ლექსები და ჩანახატები მხატვრულად წაიკითხეს. გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები. კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ომის მონაწილე ვეტერანები მშობლიური სოფლიდან და ისაუბრეს მათ ღვაწლზე.

ომში მონაწილე გმირებისთვის სკოლაში სტენდი გაკეთდა. გაიმართა აფხაზეთისა და აგვისტოს ომების ამსახველი ფოტოების და ვიდეორგოლები ჩვენება. 

ღონისძიების ვიზუალურ გაფორმებაზე ხელოვნების მასწავლებელმა ლალი ხვადაგიანმა იზრუნა.

ხონის მუნიციპალიტეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ივანე ჯანღავამ და შინდისელი გმირის, მიხეილ დვალიშვილის მამამ, დავით დვალიშვილმა, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები მათთვის სპეციალურად დამზადებული ბრენდირებული ჭიქებით დაასაჩუქრა.

ასევე ბატონმა მინდია გველებიანმა საჩუქრები გადასცა ღონისძიებაში მონაწილე მოცეკვავეებს. მოეწყო ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ დამზადებული მოძრავი ფოტოგამოფენა - „სამშობლოსათვის“, რომელზედაც ქართველი ფოტო-ხელოვანების 150-მდე უნიკალური კადრია აღბეჭდილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება