მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის მუნიციპალიტეტში 19 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 2 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უფროსი ნიკოლოზ გრიგოლია:
„ეტალონი“ მომავალი თაობის განათლებასა და წინსვლას უწყობს ხელს და ამ გზით საქვეყნო საქმეს ემსახურება. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან ჩემპიონატში, რაც მისასალმებელია. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, მეორე ეტაპისთვის ვემზადებით და კიდევ უფრო დიდი წარმატების იმედი გვაქვს.“
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო ჯაკონია:
„მოხარულნი ვართ ჩვენი მოსწავლეების მაღალი ჩართულობითა და ინტერესით „ეტალონის“ მიმართ. მხარს ვუჭერთ ჩემპიონატის შემეცნებით და მამოტივირებელ მიდგომებს და 2 აპრილს წარმატებული მეორე ტურისთვის ვემზადებით.“
ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია:
„სკოლებს ოპერატიულად და წესების დაცვით გადავეცით „ეტალონისგან“ მოწონებული ტესტები. როგორც ყოველთვის, შესარჩევ ტურში მოსწავლეები დიდი აქტივობითა და მონდომებით იყვნენ ჩართულები. პირველმა ეტაპმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. გამორჩეული მოსწავლეები უკვე მეორე ტურისთვის დაიწყებენ მზადებას. ჩემპიონატი დიდი გამოცდილებაა მათთვის, აქ ბავშვებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევათ და წამახალისებელი მიდგომებით უკეთ სწავლის მოტივაცია უჩნდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჟვანია:
„ეტალონი“ მოსწავლეების ცოდნის გამოვლენისა და წინსვლის მნიშვნელოვანი ასპარეზია. ჩემპიონატი ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველთვის გამორჩეულად ელიან ტესტირებას. მათ საკუთარი ცოდნის ობიექტურად შეფასებისა და უნარების მრავალმხივი განვითარების საშუალება ეძლევათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
ფოთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ვლადიმერ ჭყონია:
„მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ტესტირების პირველ ეტაპს. მათ მოსწონთ მრავალმხრივი კითხვები, რომლითაც საკუთარი ცოდნის დონის განსაზღვრა შეუძლიათ. აინტერესებდათ მიღწეული შედეგები და გვიცდიდნენ სანამ არ გავასწორებდით ტესტებს. პასუხები რომ გაიგეს რამდენიმე მათგანი უკმაყოფილო დარჩა - მეტი შეგვეძლო, უკეთ უნდა ვისწავლოთო. ჩემპიონატი სწავლის მოტივაციას უმაღლებს ბავშვებს და წარმატებული ცხოვრებისთვის ამზადებს.“
ფოთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კემულარია:
„ტესტირების პირველი ეტაპი მშვიდ და ობიექტურ გარემოში წარიმართა. მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. „ეტალონი“ ახალგაზრდებს მცირე დროში საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურ გამოვლენისა და კონკურენტუნარიან გარემოში წარმატების მიღწევას ასწავლის. ჩემპიონატი ასევე ძალიან დიდი მოტივატორია მოსწავლეებისთვის.“
ფოთის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ წულაია:
„ეტალონი“ ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს მოსწავლეებს. სულ რომ ვერ მოიპოვონ საპრიზო ადგილები, საკუთარი ცოდნის გამოვლენას, სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებასა და თანატოლების წარმატების გაზიარებას ასწავლის. ასევე, აჩვენებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და უნარების საჭირო მიმართულებით განვითარების მოტივაციას აძლევს. ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა, მომავალი წარმატების იმედით.“
ფოთის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა არზიანი:
„ტესტირებამ მშვიდ და თანაბარ გარემოში მოსწავლეთა მაღალი აქტივობითა და ინტერესით ჩაიარა. სულ რომ პასუხები არ იცოდნენ, საინტერესო და სააზროვნო კითხვებიდან ბევრი ახალი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. „ეტალონი“ ახალგაზრდებს სითამამესა და ცოდნის ეფექტურ გამოვლენას აჩვევს, სწავლის მოტივაციას უმაღლებს და მომავალი წარმატებისთვის ამზადებს.“
ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია:
„ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეების ცოდნის გამოვლენა-წახალისების კუთხით და მისი მამოტივირებელი მიდგომები ბავშვებს ძალიან მოსწონთ. კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენისა და დიდი გამოცდილების დაგროვების საშუალება ეძლევათ. მაღალი იყო ინტერესი და ჩართულობა პირველ ტურში და იმედია, ჩვენი ბავშვები შემდეგ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებენ.“
ფოთის N12 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზურაბ ჩანგელია:
„ეროვნულ და შემეცნებით ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან. „ეტალონი“ ცოდნის გამოვლენისა და წახალისების საუკეთესო გზაა, თანაც, ძალიან მაღალია სანდოობა. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები დიდი ინტერესით ელიან შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურშიც წარმატებებს მიაღწევენ.“
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა