მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალ აქტივობაზე საუბრობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
„აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და 3 აპრილს დასრულდება. წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა და სულ 4 000 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
რეგისტრაცია, ცხადია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა. თუმცა აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 3 აპრილის შემდეგაც, შედეგების აპელაციის დასრულების მეორე დღემდე შეეძლებათ სასურველი პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება