მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 19 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 5 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა სკოლა იღებდა ტესტირების პირველ ეტაპში მონაწილეობას. რამდენიმე სკოლაში თავად ვიყავი მისული და ვხედავდი, როგორი დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ელოდნენ მოსწავლეები „ეტალონს“. ბავშვებმა იციან, რომ ჩემპიონატზე ობიექტურად შეფასდება მათი ცოდნა და სათანადოდ დაფასდება შრომა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტსა და ბატონ გოჩას იმისთვის, რომ მოსწავლეები წიგნს აზიარა. ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან კარგია, მაგრამ წიგნიერება უპირველესია. ძალიან გვინდა, რომ „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში ისევ ვიხილოთ. პროექტი ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდება ცოდნისა და წარმატების გზაზე.“
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნანა მოლაშხია:
„ყოველწლიურად მოუთმენლად ველოდებით „ეტალონის“ სტუმრობას. ძალიან ვგულშემატკივრობთ პროექტს, რომელიც მომავალი თაობის განათლებასა და წარმატებას ემსახურება. მოსწავლეები ყოველთვის დიდი აქტივობითა და ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.“
ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ კვარაცხელია:
„ეტალონი“ პროექტია, რომელიც მოსწავლეებს ძალიან დიდ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს აძლევს. ჩემპიონატზე, თანაბარ გარემოში მათ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ. ბავშვები სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში იწრთობიან. მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმები მოსწავლეთა ინტერესს „ეტალონის“ მიმართ.“
ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანი ჯოლოხავა:
„მოსწავლეები დიდი მოლოდინითა და ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში. „ეტალონი“ პროექტია, რომელიც მომავალი თაობის განათლება-წახალისებაზე ზრუნვით
საქვეყნო საქმეს ემსახურება. მივესალმებით საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს და წარმატებებს ვუსურვებთ წალენჯიხის ახალგაზრდებს.“
ლიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯანჯღავა:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას და ახლა „ეტალონის“ სტუმრობას მოუთმენლად ელიან. მათ, პროექტთან ერთად, სწავლისა და წინსვლის მოტივაცია გაუჩნდათ, რაც მისასალმებელია.“
ჩქვალერის საჯარო სკოლის დირექტორი როენა ფიფია:
„წინა წელს „წალენჯიხის ეტალონში“ ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა და მას შემდეგ, ისედაც ძალიან მამოტივირებელი და საინტერესო ჩემპიონატის მიმართ, ბავშვების ინტერესი მეტად გაიზარდა. ჩემპიონატისადმი მოსწავლეებს ყოველთვის დიდი მოლოდინები აქვთ. აქ ისინი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას, სითამამესა და თანატოლების წარმატების გაზიარებას სწავლობენ. დიდ წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას „ეტალონთან“ ერთად.“
ჩქვალერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლორიტა ჭაავა:
„ეტალონთან“ ბედნიერება, ცოდნა და წარმატება ასოცირდება. გვახარებს ჩემპიონატთან აქტიური მეგობრობა და იმედი გვაქვს, რომ პროექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა, ახლა მეორე ტურს ველით მოუთმენლად.“
ჩქვალერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანზორ ფიფია:
„მოხარული ვარ საგანმანათლებლო პროექტისადმი მოსწავლეთა მაღალი ინტერესით. დიდი მოლოდინები ჰქონდათ ტესტირების პირველ ეტაპზე, კონცენტრირებულნი იყვნენ საკითხებზე და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ეფექტურად გამოევლინათ საკუთარი ცოდნა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს მეორე ტურში.“
ფახულანის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მადონა პოლეტაევა:
„მოსწავლეები შემეცნებით და მამოტივირებელ „ეტალონში“ დიდი სიხარულით ერთვებიან. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. ბავშვები ეცადნენ, რომ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოევლინათ და ახლა შედეგებს ელოდებიან - ვინ გადავა მეორე ტურში.“
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ფიფია:
„მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ყოველთვის დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან ჩვენი ბავშვები ჩემპიონატში. აქ მათ საკუთარი ცოდნის გამოვლენა-წახალისების საშუალება ეძლევათ და მომავალი წარმატებისთვის დიდ გამოცდილებას აგროვებენ „ეტალონთან“ ერთად.“
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია გიორგაძე:
„დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ მოსწავლეები ტესტირებაში. საინტერესო და მრავალმხრივი კითხვებით მათ საკუთარი ცოდნა გამოსცადეს და მეორე ტურისთვის უკეთესად მოემზადებიან. მნიშვნელოვანია „ეტალონის“ როლი მომავალი თაობის განათლება-წახალისების კუთხით და ჩვენც პროექტის დიდი გულშემატკივრები ვართ.“
მიქავას N1 საჯარო სკოლის დირექტორი გურანდა საჯაია:
„მოსწავლეები დიდი მონდომებითა და აქტივობით ერთვებიან „ეტალონში“. მათ მოსწონთ მრავალმხრივი კითხვები, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს ბავშვებს. ამავდროულად, ჩემპიონატს მნიშვნელოვანი წამახალისებელი მიდგომები ახასიათებს, რომლითაც იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია სწავლის მიმართ.“
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა