მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „დუშეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დუშეთის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ღონისძიებას დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური, რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის დუშეთის ეტალონ მოსწავლეს“, ლიზი ჭონქაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ დუშეთის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
„დუშეთის ეტალონში“ სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ თანაწამყვანის როლი მოირგო და გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად მონაწილეები გაამხნევა.
შალვა კერესელიძის ინიციატივით, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ერთი დღით სახელმწიფო რწმუნებულის როლს მოირგებს და წინსვლის ახალგაზრდულ გეგმებს დასახავს.
„ოქროს ფონდის“ მფლობელი მოსწავლე კი დღევანდელ გამარჯვებულს გრიგოლ რობაქიძის 5 რომანს უსაჩუქრებს.
ჩემპიონატის მსვლელობისას აუდიტორიას სატელეფონო ჩართვით შატილის სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური მიესალმა. საგზაო შეფერხების გამო მისი მოსწავლეები დღევანდელ „ეტალონში“ ვერ მონაწილეობენ, თუმცა მთელი გულით აქ არიან და თანატოლებს გულშემატკივრობენ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დუშეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.