მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 19 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 11 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ლობჟანიძე:
„როგორც ჩემთვისაა ცნობილი, „ეტალონის“ პირველ ტურში
მოსწავლეების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. თვითონ პროექტი მოსწავლეების ინტელექტუალური
პოტენციალის ზრდას და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენ უკვე წლებია რაც „ეტალონთან“
ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ვისურვებდი, რომ პროექტი
„ეტალონი“ მალე დაბრუნდეს ეთერში, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს მის შესახებ“.
აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირმა გოგოლაძე:
„ეტალონში“ უკვე მერამდენე წელია, რაც ჩვენი მოსწავლეები
მონაწილეობენ. ეს პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტელექტის დონის გაუმჯობესებას
და მოტივაციის ზრდას. რაც უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს ჩემპიონატში მონაწილეობას, მით
უკეთესი, რადგან ამით მათ ექნებათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, მიიღონ გამოცდილება
და მიაღწიონ წარმატებებს“.
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის
დირექტორი
ლუიზა
შონია:
„ეტალონი“ საკმაოდ კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს
წიგნისკენ და ცოდნისკენ აბრუნებს. ტესტირების პროცესმა მშვიდად და წყნარად ჩაიარა,
მოსწავლეებიც დიდი აქტიურობით ჩაერთნენ და ახლა მეორე ტურის მოლოდინის რეჟიმში არიან“.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის
დირექტორი ნანა ჯალაღონია:
„ტესტირების პროცესმა მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ პროექტი „ეტალონი“ და ყოველთვის დიდი აქტიურობით ერთვებიან
ჩემპიონატში. ვისურვებდი, რომ ეს პროექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ყველას მიეცეს
მასში მონაწილეობის შანსი“.
აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა რურუა:
„პირველი ეტაპის ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა, მოსწავლეების
ჩართულობა არც თუ ისე მაღალი იყო, თუმცა მე პირადად მათი შედეგებით კმაყოფილი ვარ.
მოსწავლეების უმეტესობამ გადალახა 50 ქულიანი ბარიერი, ხოლო ხუთმა მოსწავლემ საკმაოდ
მაღალი შედეგი დააფიქსირა“.
აფხაზეთის
N5 საჯარო
სკოლის დირექტორი ნატო ბენდელიანი:
„წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი აქტიურობა იყო.
მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ კითხვებზე პასუხების გაცემა და საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს.
ტესტირების პროცესმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაიარა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ
მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები და შესაბამისი შედეგიც დააფიქსირეს. დიდი მადლობა
„ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდს ასეთი პროექტის შექმნისთვის და გისურვებთ წარმატებებს“.
აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის
დირექტორი ნონა წოწორია:
„ტესტირებამ ნორმალურად,
ხარვეზების გარეშე ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ
და ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ ტესტირებით და
ზოგადად, კითხვებით. ახლა ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ გადასული და მეორე ტურს ველოდებით“.
აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის
დირექტორი ელისო
სიჭინავა:
„წელს ტესტირებაში 26 მოსწავლე მონაწილეობდა. მათმა
უმეტესობამ მაღალი ქულები აიღო და ასევე, ძალიან ბევრმა გადალახა 50 ქულიანი ბარიერი.
ტესტირების პროცესმა ყველა წესის დაცვით ჩაიარა, მშვიდ და წყნარ გარემოში. „ეტალონი“
არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს ძალას და შემართებას და ჩვენ
ყოველთვის ვიქნებით „ეტალონის“ ერთგული მხარდამჭერი სკოლა“.
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის
დირექტორი ნუგზარ
ჯომიდავა:
„ჩვენ ყოველთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებით
„ეტალონისთვის“ და ამჯერადაც, განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ტესტირებაში 38-მა მოსწავლემ
მიიღო მონაწილეობა. ისინი თავიანთი შედეგით კმაყოფილები არიან და მომავალი წლისთვის
ქულების გაუმჯობესებას აპირებენ. ტესტირების პროცესმა წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,
ყოველგვარი შეფერხების გარეშე“.
აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის
დირექტორი მზევინარ
გელანტია:
„ტესტირებამ მშვიდად და
წყნარად ჩაიარა, მოსწავლეებიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ ჩემპიონატში. მინდა აღვნიშნო,
რომ ისინი ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან ტესტირებას, რადგან ეს პროექტი მათ მეტ
თავდაჯერებულობასა და მოტივაციას სძენს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ტესტირების
კითხვები მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დაადგინონ თავიანთი ცოდნის კომპეტენცია და
განათლების დონე. სწორედ ამიტომ, ჩვენ და ჩვენი სკოლა ყოველთვის ვიქნებით პროექტ „ეტალონის“
გვერდით და მხარს დავუჭერთ ყველა წამოწყებაში“.
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის
დირექტორი ნატო ბენდელიანი:
„ზოგადად, ჩვენს სკოლაში
„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველი მოსწავლეების რაოდენობა ყოველთვის ძალიან დიდია.
არც წლევანდელი წელი იყო ამ მხრივ გამონაკლისი და ჩემპიონატში მოსწავლეების მაღალი
ჩართულობა დაფიქსირდა. შედეგებით და ტესტირების პროცესით ძალიან კმაყოფილები ვართ და
მეორე ტურს მოუთმენლად ველოდებით“.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის
დირექტორი მერაბ
ჯინჯოლია:
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ მიუხედავად
ამისა, მოსწავლეები ჩემპიონატში მაინც მაქსიმალურად ჩაერთნენ. წელს სულ 15 მოსწავლე
მონაწილეობდა ტესტირებაში და საკმაოდ მაღალი შედგებიც დააფიქსირეს. თავად პროცესმა
მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა“.
აფხაზეთის
N15 საჯარო
სკოლის დირექტორი ზაზა კოკაია:
„წინა წელთან შედარებით,
წელს ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, გაუმჯობესდა
მათი შედეგიც. ამ მხრივ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა, რაც ძალიან გვიხარია. ტესტირების
პროცესმა წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამჟამად, ველოდებით მეორე ტურში გადასული
მოსწავლის ვინაობის გაგებას და შემდგომ, აქტიურად
დავიწყებთ მზადებას მეორე ეტაპისთვის“.
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის
„ეტალონის“
პედაგოგი გიორგი
ჩხეიძე:
„ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მოსწავლეების
მაღალი აქტიურობაც დაფიქსირდა. მეორე ტურისთვის აქტიურად მზადება ჯერ არ დაგვიწყია.
რაც შეეხება, თავად პროექტს - „ეტალონი“ აძლევს ყველა წარჩინებულ მოსწავლეს თავის გამოჩენის
საშუალებას, რაც ნამდვილად მისასალმებელია“.
აფხაზეთის N21 საჯარო
სკოლის დირექტორი ოთარ აძიმბაია:
„ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეებიც
აქტიურად ჩაერთნენ ჩემპიონატში. პროექტი „ეტალონი“ არის საქვეყნო პროექტი, რომელიც
პირველ რიგში, დგას ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე და ბატონო გოჩაც სწორედ ამ საქმეს
ემსახურება. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მთელ შემოქმედებით გუნდს“.
აფხაზეთის N21 საჯარო
სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მადინა ცირდავა:
„ჩვენი სკოლიდან ჩემპიონატის პირველ ეტაპში 20 მოსწავლე ჩაერთო. ტესტირებამ მშვიდად და წყნარად ჩაიარა, არანაირი შეფერხება ან პრობლემა არ გვქონია. „ეტალონი“ არის ბრწყინვალე პროექტი, რომელშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ის ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და განათლების მიღების სურვილს. დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდს“.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა