სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა
21-03-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა, სადაც 24 მარტს განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. 

გამგზავრებამდე ლადო აფხაზავამ აღნიშნა, რომ გამარჯვების იმედი აქვს და მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში, მას საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენებს.

„ორგანიზატორები სხვადასხვანაირად აცხადებენ გამარჯვებულს, იყო შემთხვევა, როცა რომის პაპმა გამოაცხადა გამარჯვებული, იყო რომ კოსმოსიდან გამოაცხადეს, ასევე ერთ-ერთი გამარჯვებულის გამოცხადებისას 7 000-მდე მოსწავლე ერთად ყვიროდა გამარჯვებულის სახელს. წელს საიდუმლოა ეს ყველაფერი.  თუ მოვიგებ, ალბათ, საგანმანათლებლო სივრცეში დავხარჯავ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მეტად სჭირდებათ საგანმანათლებლო რესურსები და ამისთვის ბევრს გავიღებ. მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც მილიონ დოლარს მიიღებს, მე საქართველოს წარმოვადგენ და რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედები გვაქვს“, - განაცხადა ლადო აფხაზავამ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ. ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან მასწავლებლები ბრაზილიიდან - დებორა გურაფლო, ნიდერლადებიდან - დეიზი მერტენს, დიდი ბრიტანეთიდან - ენდრიუ მოფეტ, ინდოეთიდან - სვარუპ რავა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან - მელისა სალგუერო, არგენტინიდან - მარტინ სალვეტი, ავსტრალიიდან -იასოდაი სელვაკუმარან, იაპონიიდან- ჰიდიკაზუ შოტო და კენიიდან - პიტერ ტუბიში.

ჯილდო ერთი მილიონი დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2015 წლიდან ტარდება.

ასევე იხილეთ: 6 კრიტერიუმი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, თუ გინდათ რომ „მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე“ წარგადგინონ - ისტორია და დეტალები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება