მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციისთვის 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვის დროს კლასებში მოსწავლეთა სიმრავლესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, სადაც კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია 7 მილიარდი შემდეგი წლების განმავლობაში გამოიყოს სკოლებისთვის, აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულის რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება