მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის, განათლების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის და ზოგადი განათლების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
მასწავლებლის სახლის ცნობით, წიგნში - „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის საკითხები“ მკითხველი დეტალურად გაეცნობა სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რეკომენდაციებს სტრატეგიული დაგეგმვის, სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის, ადამიანური თუ ფინანსური რესურსის თაობაზე.
ამასთან, გარდა ზოგადი კონცეფციისა და პოლიტიკისა, განხილულია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება, ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები.
წიგნი გორის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.
წიგნის ელექტრონული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება