სიახლეები
სამასწავლებლო

„სუპერ“ მზრუნველობა საკუთარ და ერთმანეთის წარმატებაზე - „სუპერ კლასები“ Izrune.ge-ს აფასებენ
22-03-2019
-
+


ყურადღება, ყურადღება... Izrune.ge- მ თებერვლის საუკეთესო „სუპერ კლასების“ რეიტინგი გამოაქვეყნა.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ყველაზე გონიერმა ბავშვებმა კარგად იციან, რომ კლასის წარმატება თითოეული მოსწავლის წინსვლაზეა დამოკიდებული. ამდენად, „მეგობრული კლასები“ ერთმანეთის დახმარებით „სუპერ კლასებად“ გადაიქცნენ და Izrune.ge-ს დიდი ოჯახი სიამაყით აავსეს.

შეგახსენებთ, რომ „მეგობრულ კლასს“ „სუპერ კლასის“ ტიტული ენიჭება, როდესაც შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, კლასის თვის საშუალო ქულა 77 ან მეტია.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge წარმატებებს გისურვებთ და სიამაყით გაგაცნობთ ლიდერთა გამოცდილებას:

თბილისის N106 საჯარო სკოლის IIIე კლასის დამრიგებელი ელზა ჭიკაძე:

„მეგობრული კლასი“ რაც გავხდით, დავისახეთ მიზანი, რომ „სუპერ კლასის“ ტიტული მოგვეპოვებინა. ბავშვებისთვის ხუთშაბათი Izrune.ge-ს დღედ იქცა. მოუთმენლად ელიან ტესტებს და კლასში ვმსჯელობთ ხოლმე. ახლა მოსწავლეებს ვთხოვე, რომ იზრუნეს ტესტებიდან ბარათზე დაწერილი 3 კითხვა მოიტანონ, რომელსაც სპეციალურ ყუთში განვათავსებთ და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებთ, განვიხილავთ და გავიმყარებთ ცოდნას. მისასალმებელია, რომ პორტალი მუდმივად სიახლეებს გვთავაზობს და აქტუალური გამოწვევების გადაჭრის გზებს გვთავაზობს. სწორედ ასეთია მშობელთა ჩართულობის საკითხი და ახლა „წიგნიერების დღე“, რომელსაც Izrune.ge ამკვიდრებს. პორტალმა განათლებისა და წარმატების ირგვლივ გაგვაერთიანა.“

IIIე კლასი ერთერთი „სუპერ“ წევრი ანა ხარატაშვილია, რომელიც თანაკლასელებთან ერთად Izrune.ge-ზე იზრდება და საკუთარ უნარებს მრავალმხრივ ავითარებს. დედა, ასმათ ჩიქოვანი ამბობს, რომ ზრუნვის პროცესში მთელი ოჯახი და სკოლა ერთვება და პორტალთან ერთად წარმატებული მომავალი ეზრდება ქვეყანას:

„შემეცნებისა და წარმატების საოცარი სტიმული იქმნება Izrune.ge-ზე. ანასთან ერთად მთელი ოჯახი აქტიურად ვერთვებით ტესტირებაში. ვხედავ რომ ჩემი შვილი მრავალმხრივ იზრდება და ვითარდება, თუნდაც, საკითხების ხმამაღლა კითხვით, საოცრად გაიუმჯობესა სამეტყველო უნარები. პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრებაც გააქტიურდა და  მშობლები სასწავლო გარემოსა და პედაგოგებს მეტად დავუახლოვდით.“

თბილისის N71 საჯარო სკოლის Iა კლასის დამრიგებელი ლედი ელიაშვილი:

Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვითა და მოსწავლეთა მოტივირებით   ქვეყნის წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უყრის საფუძველს. ბავშვები ზარზეიმით ელოდებიან ტესტების დღეს, რომლის შემდეგაც აქტიურად განვიხილავთ მოსულ საკითხებს და ვიღრმავებთ ცოდნას.  „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვება დიდი სტიმულია ჩვენთვის. კლასის წინსვლა თითოეული მოსწავლის წარმატებაზეა დამოკიდებული. ამდენად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და გავაუმჯობესებთ შედეგებს.“

Iა სუპერ კლასის მოსწავლის ნუცა მეყანწიშვილის დედის, ლია აროშიძის შეფასებით, izrune.ge კომპიუტერული რესურსის გამოყენებითა და მამოტივირებელი მიდგომებით თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს უწყობს ფეხს:

„ჩვენი შვილები ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად მრავალმხრივ უნარს ივითარებენ, სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას და შემეცნებაში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. ტესტები ძალიან აზარტული და საინტერესოა, აღსანიშნავია მამოტივირებელი მიდგომები - ბავშვებს ახარებთ ანიმაცია და დიპლომების მოპოვება. მშობლებიც მეტი ინტერესით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ შვილების წარმატებისთვის.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მექვაბიძე:

„სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციების დიდი გულშემატკივარია. ამაყები ვართ Izrune.ge-ზე მიღწეული წარმატებით, ამ შედეგზე კი მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგის ერთობლივი მუშაობით გავედით. ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელიან ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის“ დღეს, მათ ვისაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ, სკოლაში გადიან ტესტებს. შემდეგ გაკვეთილებზე განიხილავენ საკითხებს და იღრმავებენ ცოდნას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო დამრიგებლის როლი „სუპერ კლასის“ ჩამოყალიბებაში, კლასისა, სადაც Izrune.ge-ს ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ძალიან ძლიერი და წარმატებული ახალი თაობა იზრდება.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლის Iა კლასის დამრიგებელი შორენა გეწაძე:

„მოხარულნი ვართ „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვებით და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებთ მუშაობას. Izrune.ge-სთან პირველივე დღეებიდან აქტიურად ვთანამშრომლობ, მიყვარს ეს პორტალი თავისი ინოვაციური, შემეცნებითი და წამახალისებელი ფორმატით.  რაც მთავარია, პროექტის საშუალებით მშობლები აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეები ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით, საკუთარ და ერთმანეთის წარმატებაზე ზრუნვით, მრავალმხრივ განვითარებულ, მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნებებად ყალიბდებიან.“

„სუპერ კლასის“ ერთერთი მეგობრული მოსწავლე თემური ჭანტურიძეა, რომელსაც თანაკლასელების მსგავსად, პორტალის ანიმაცია, შემეცნებითი და სახალისო ტესტები ძალიან მოსწონს. მოუთმენლად ელოდება დიპლომის მოპოვებას და წარმატების მეგობრებისთვის გაზიარებას. ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მასზე დედა, ჟანა გიორგაძე ზრუნავს:

Izrune.ge თემურისა და მისი კლასის მრავალმხრივი განვითარებისა და წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მშობლები სკოლასთან ერთად აქტიურად ვერთვებით შემეცნების პროცესში და ვზრუნავთ შვილების ბედნიერ მომავალზე.“

თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  დირექტორი ელისო მურადაშვილი:

„მოსწავლეები საოცრად დიდი აქტივობითა და ოვაციებით ერთვებიან Izrune.ge-ში. ყველანაირად ვცდილობ, სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დამკვიდრებას შევუწყო ხელი. აქტიურად ვთანამშრომლობთ დამრიგებლები და მშობლები. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ საგანგებოდ ვხსნი სკოლას, რადგან ყველამ შეძლოს ტესტების გავლა. აქტიურად ვბეჭდავთ წარმატების დიპლომებს და ვზრდით მოსწავლეთა მოტივაციას. წარმატება და ზრუნვა გადამდებია, ამდენად, ასეთ შედეგს რომ ხედავენ, სულ უფრო მეტად უჩნდებათ ჩართულობისა და წინსვლის სურვილი, რაც ძალიან მახარებს.“

თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  Iბ კლასის დამრიგებელი ნუნუ წიწილაშვილი:

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩვენი კლასისთვის „სუპერ კლასის“ტიტულის მონიჭება რამხელა სტიმულია. მშობლები ძალიან დაინტერესებულები არიან ინოვაციური პორტალით, ბავშვებიც ძალიან გონიერი და მონდომებულები მყავს და საოცარი მოლოდინი აქვთ ტესტებისა. izrune.ge-სთან ერთად მოსწავლეები მრავალმხრივ მოაზროვნე და წარმატებულ ადამიანებად აღიზრდებიან. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.“

Iბ „სუპერ კლასის“ მოსწავლის, ბარბარე აბულაძის მშობელი ირმა გვენეტაძე ამბობს, რომ izrune.ge- სასკოლო ცხოვრება მეტად საინტერესო გახადა და შვილის სასწავლო პროცესში დიდი მონდომებით ერთვება:

„მახარებს ბარბარეს კლასის წარმატება და სკოლასთან თანამშრომლობით მშობლები ყველაფერს გავაკეთებთ მეტი წინსვლისთვის. 3 შვილი მყავს და სამივე ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის დიდი ოჯახის აქტიური წევრია. მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს და განსაკუთრებით მამოტივირებელი დიპლომები ახარებთ.“

Izrune.ge სიამაყით გთავაზობთ თებერვლის საუკეთესო „სუპერ კლასების“ რეიტინგს:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება