მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა. ხელმძღვანელები გახლდათ ნონა გიორგაძე, თეონა გოგრიჭიანი და ნანო ბუცხრიკიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. მათ 21 მარტის აღსანიშნავად მეგობრებისათვის მოაწყვეს ნახატების გამოფენა, იცეკვეს, დაამზადეს ბარათები და სიმბოლური სურათებით მოხატეს კედლები.
მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე 21 მარტს აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა