მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა - ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის აზრით, სკოლების მართვის მოდელი უნდა იყოს დიფერენცირებული, რომელიც ძირითადად ორ კომპონენტში განსხვავდება მოსწავლეთა კონტიგენტის და სკოლების განვითარების გეგმის შესაბამისად. მაგალითად, გაძლიერებული მიმართულების სახელოვნებო, მეცნიერების, ტექნოლოგიების თუ სწავლების განსხვავებული ინოვაციური მეთოდიკის.
„თუმცა, ამ მიმართულებით გრძელდება კონსულტაციები სასკოლო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. დღეისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი წლიური ვაუჩერის საშუალო ოდენობა განისაზღვრება 960 ლარით. ვაუჩერი შედგება საბაზო დაფინანსებისგან, რომელიც სტანდარტულად მოსწავლეზე 300 ლარია და შესაბამისი კოეფიციენტებისგან (მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, სკოლის სწავლების ენა, სსსმ საჭიროება და მდებარეობა, კომუნალური ხარჯები და სხვა) სკოლა ასევე დამატებით იღებს მასწავლებლის სტატუსის დანამატს. სამინისტროს ხედვით, სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექანიზმი.
შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტების საფუძველზე: 1. საბაზო ვაუჩერული დაფინანსება; 2. სკოლის განვითარების ფონდი. განათლების გაზრდილი ყოველწლიური ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს სკოლების დაფინანსების ორივე კომპონენტის ზრდას როგორც საბაზისო, ისე განვითარების ფონდის ნაწილში. ეს პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ხელფასების ზრდას მათი სტატუსის და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.
ასევე, მუშავდება სპეციალიზირებული პროგრამები სკოლის განვითარებისთვის. კერძოდ იმისათვის, რომ სკოლებმა მოახდინონ საჭიროების დადგენა თვითშეფასებაზე დაფუძნებით, ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს. მაგალითად „სასკოლო ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მუშავდება ელექტრონული პორტალი, სადაც სკოლები შეძლებენ პროექტების ინიცირებას“, - განაცხადა მინისტრმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება