მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021 წლის ბოლომდე, განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
რეფორმების ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულიდან, განათლების სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დოკუმენტი - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე, ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.
განათლების სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები. უსაფრთხოების წესის მიხედვით, თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ერთგვარი საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. ასევე, შეიქმნება ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.
„დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს მანდატურისა და უფლებამოსილი პირის მიერ უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებისა და განცალკევების განხორციელების, ასევე, მანდატურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ადმინისტრირების წესებს. უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეული სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში. 2020 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდება ვიდეოსათვალთვალო სისტემა და მთლიანად იქნება ათვისებული მომეტებული რისკის შემცველი ადგილები, რაც, თავისთავად, სკოლის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს“,-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება