სიახლეები
საინტერესო

სწავლების 3 რევოლუციური მეთოდიკა, რომლებიც მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესს გაუღვივებენ
29-03-2019
-
+


ფსიქოლოგები და მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ლექცია და პასიური მოსმენა სწავლების ყველაზე არაეფექტური საშუალებაა.

ისინი უნდა ჩაანაცვლოს მოსწავლეზე ორიენტირებულმა (ინდივიდუალურმა) მიდგომამ და აქტიურმა სწავლებამ.

etaloni. ge მოგითხრობთ სწავლების სამი თანამედროვე მეთოდიკის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ კლასიკური სწავლების ფორმა შეცვალონ და ბავშვებს სწავლებისადმი ინტერესი გაუღვივონ

„შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდი

ეს სისტემა პედაგოგებმა ჯონათან ბერგმანმა და აარონ სემსმა 2007 წელს შეიმუშავეს. 

მათ ამოცანა იყო დახმარებოდნენ სპორტსმენებს სწავლაში ჩავარდნების ამოვსებაში და ყველასთვის მოსახერხებელი გამოსავალი მოძებნეს, რომელიც დროსთან ერთად დამოუკიდებელ საგანმანათლებლო მეთოდად გამოიყო.

მეთოდის არსი შემდეგია - მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მასალას, რომელსაც ისინი სახლში დამოუკიდებლად ამზადებენ, შემდეგ კი გაკვეთილზე რთულ და გაუგებარ მომენტებს განიხილავენ. საკლასო სამუშაოს ფორმებია - დისკუსია, ჯგუფებში მუშაობა და ა.შ. 

ასეთი მიდგომის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ბავშვი მასალას მისთვის საჭირო ტემპში გადის. 

თუ იგი რაიმეს ვერ იგებს, შეუძლია გადაიკითხოს ან ხელახლა ნახოს (იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი ვიდეოს იყენებს). შედეგად, საკლასო გაკვეთილი უფრო ინდივიდუალიზირებული ხდება: მასწავლებელი სახელმძღვანელოს მასალას მოსწავლეებთან აღარ განმარტავს და მოსწავლეებს სამუშაოსკენ მიმართავს. ამიტომ პედაგოგს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს დაუთმოს.

ასეთი მიდგომის დროს მოსწავლეები მეცადინეობებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სასწავლო პროცესში უფრო მეტად არიან ჩართული.

მიუხედავად იმისა რომ „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდი შედარებით ახლახანს გამოჩნდა, ინტერენტში შესაძლებელია მასწავლებლების ბევრი ვიდეოს მოძიება, რომლებიც ამ სისტემით მუშაობენ. 

თვითმართვის მეთოდი

სწავლების ეს მეთოდი პირველად მასწავლებელმა ბარბარა შილმა მოზარდებთან გამოიყენა (მის შესახებ დეტალურად დაწერა კარლ როჯერსმა წიგნში „სწავლის თავისუფლება”).

მე-6 კლასი, რომელშიც ბარბარა მუშაობდა, სრულიად უმართავი იყო, მასწავლებელი ვერაფრით ახერხებდა დისციპლინის დამყარებას. ბოლოს ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან ბავშვებს შესთავაზა აღარ ესწავლათ მისი ზედამხედველობის ქვეშ და თავად გადაეწყვიტათ, რისი სწავლა აინტერესებდათ.

მაგრამ ეს იყო არა ტოტალური თავისუფლება, არამედ თავისუფლება საზღვრების ფარგლებში, რომელიც დადგენილი იყო სპეციალური შეთანხმებით. 

მასწავლებელმა განუმარტა ბავშვებს, რომ არის მასალა, რომლებიც კლასმა ერთი სასწავლო წლის მანძილზე უნდა აითვისოს. იგი შეუთანხმდა ბავშვებს, რომ მათ არ შეეძლოთ ახალ თემაზე გადასვლა, თუ წინარეს არ აითვისებდნენ. მოსწავლეებს კი დაუტოვა უფლება მისთვის დახმარებისთვის მიემართათ. 

ბარბარა არ ხელმძღვანელობდა მოსწავლეებს, არამედ მხოლოდ ეხმარებოდა და მიმართულებას აძლევდა. ბავშვები კი თავად კითხულობდნენ და სწავლობდნენ თემებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და თუ უნდოდათ, ერთობლივ პროექტებს ამზადებდნენ. მათ შეეძლოთ ყველას ერთად ენახათ საგანმანათლებლო ფილმები, მაგრამ როგორ გამოიყენებდნენ თავის სასწავლო გეგმაში, ისინი დამოუკიდებლად წყვეტდნენ: ერთნი კონსპექტს აკეთებდნენ, სხვები კომიქსებს ხატავდნენ. 

თუ სკოლის მოსწავლეებს საკუთარი მიღწევების გაზიარება ან რაიმე თემის კოლექტიურად განხილვა სურდათ, მაშინ მასწავლებელთან ერთად „გენერალურ ასამბლეებს“ ატარებდნენ.

წლის ბოლოს მოსწავლეების შედეგებმა ბარბარაზე შთაბეჭდილება მოახდინა. მან აღნიშნა რომ, კლასში „სამუშაო დისციპლინა“ ჩამოყალიბდა. 

მოსწავლეებმა სწავლაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს, ამიტომ სწავლითა და საკუთარი წარმატებებით უფრო დაინტერესდნენ. ექსპერიმენტის მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვებს არ უჩიოდნენ სხვა მასწავლებლებიც და მათ ერთხელაც კი არ მიუმართავთ მათი მშობლებისთვის. 

რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდი პანაცეა არ არის. და როგორც კარლ როჯერსი წიგნში -„სწავლის თავისუფლება“ წერს, ზოგიერთმა მასწავლებელმა ბარბარა შილის ექსპერიმენტის გამეორება სცადა, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ეს დიდი ნაბიჯია ბევრად უფრო გააზრებული სწავლებისკენ

პროექტების მეთოდი

ბავშვების პროექტული საქმიანობის დახმარებით სწავლების მეთოდს სკოლა ჰაი-ტექ-ჰაიში იყენებენ. ის წიგნში - „მომავლის სკოლა. როგორ ავღზარდოთ ნიჭიერი ბავშვი“ კენ რობინსონმა აღწერა. აქ არ არის ცალკეულ საგნებად დაყოფა, არ ირეკება ზარი და ბავშვები კლასიდან კლასში არ გადადიან. მოსწავლეები გარკვეულ სფეროში კვლევას აკეთებენ.

ისინი, მაგალითად, ბიოლოგიური ტერმინების სწავლის ნაცვლად ბაღში მუშაობენ, შეისწავლიან ეკოსისტემებს, სან-დიეგოს ყურის ეკოლოგიაზე წიგნის გამოშვებით, დოკუმენტურ ფილმებს იღებენ, სტატიებს წერენ და მრავალფეროვანი საქმიანობით არიან დაკავებული.

ბუნებრივია, იმისთვის, რომ ასეთი პროექტი განახორციელონ, მათ სჭირდებათ ცოდნა სხვადასხვა სფეროში - ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ მეცნიერებებში.

ამიტომ, მთელ სასწავლო პროგრამას მოსწავლეები სწავლობენ, არა მერხთან მსხდომი, არამედ „ველზე“.

მასწავლებლების ამოცანაა განათლების არსებული სტანდარტების საფუძველზე შეადგინონ პროექტი და იმუშაონ მასზე ჯგუფში სხვა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად.

აღსანიშანვია, რომ პროექტული საქმიანობის ასეთი მეთოდი საკუთარ სკოლაში ცნობილმა გამომგონებელმა ილონ მასკმა გამოიყენა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა - „თუ თქვენ ბავშვისთვის ძრავის მუშაობის პრინციპის ახსნა გინდათ, თავიდან საუბარს სახრახნისისა და ქანჩის გასაღების შესახებ იწყებთ“ ეს ტრადიციული, მაგრამ არც ისე მარტივი მიდგომაა. ბევრად უკეთესი და მარტივია - „ვაჩვენოთ ბავშვს ძრავი და მისი დაშლა ვთხოვოთ. ასე მოსწავლე ჩავარდება სიტუაციაში, როდესაც ინსტრუმენტების აუცილებლობა ცხადი გახდება“. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება