მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი, რომელიც სამ მნიშვნელოვან თარიღს - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს, ტყის საერთაშორისო დღეს და გაზაფხულის ბუნიობას ანუ დღეღამტოლობას ეხებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტების პრეზენტაცია ჩაატარეს და გამართეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია - „ჩვენ თქვენთან
ვართ“ გამართეს. აქცია სკოლის ეკოკლუბ "ნიამორის" ინიციატივით გაიმართა. ეკოკლუბის ხელმძღვანელი რუსუდან ჯიშკარიანია, კლუბის ლიდერი კი ლიზი ბენიძე.
დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს ეკოკლუბის წევრებმა - ლანა ქაშიბაძემ, ლიზი ლონდარიძემ, გრეტა დვალიშვილმა, ლიზა ჯომიდავამ, მარიამ გახოკიამ, ალექსი მოდებაძემ, ლოლიტა კინწურაშვილმა და ანი ფანცხავამ.
ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლის მიმდებარე ტყეში გავიდნენ და ტყისპირა ზოლი დაასუფთავეს,
„ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ასევე მოსწავლეებში ტყის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და ასევე მათთვის გაცნობა თუ რას ნიშნავს ბუნიობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“