მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში წყლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სამოქალაქო განათლების კლუბი „სხივის“ წევრებმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს და სკოლის წარმომადგენლებს წყლის მნიშვნელობა, მისი დაბინძურების სახეები და დაბინძურების თავიდან აცილების გზების შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინეს.
კლუბი „სხივის“ წევრებმა გაიხსენეს ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ გატარებული დღეები და ისაუბრეს იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციაში და გამოთქვეს მოსაზრებები წყლის სისუფთავესა და მისი დაზოგვის გზების შესახებ. პრეზენტატორებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხო წყლის მნიშვნელობას, წყლის შეფუთვის სახეობებს და მათგან უვნებელი პლასტმასების ერთმანეთისაგან გარჩევის ხერხებს. მოსწავლეებმა გამართეს ინტერაქტიული ლექცია დაბუნძურებული წყლით გამოწვეული დაავადებების შესახებ.
სკოლის დირექტორმა, მარინა ნადოშვილი-წიქარიშვილმა დადებითად შეაფასა სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ მოწყობილი პრეზენტაცია და მომავალი წარმატებები უსურვა სკოლის მოსწავლეებს.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლა სისტემატიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო