სიახლეები
სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაღების 2 ათასზე მეტი აღმზრდელი პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადდება
27-03-2019
-
+


თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების სააგენტო 2 550 აღმზრდელს, პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.

„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელების და მშობლებისთვის. საბავშვო ბაღების სააგენტო 2 550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალური ტრენინგ კურსის განსახორციელებლად უკვე გამოცხადებული არის ტენდერი და გვეცოდინება თუ ვინ იქნება გამარჯვებული კომპანია. აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც მოიცავს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ გაკვეთილებს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პატარების აღზრდის პროცესს და იმას, რომ ნორმალურ გარემოში სწავლობდნენ, იღებდნენ განათლებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

„დაწყებული გვაქვს საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეის მდგომარეობით, 61 000 პატარა გვყავს ბაღებში, თუმცა, მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენ მზად ვართ, რომ დავხვდეთ ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით და დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება