მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
27 მარტის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 19 200-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს გავლილი - სტატისტიკას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტების სიმცირესთან დაკავშირებით საუბარი არამართებულია, ვინაიდან ბოლო წლების მიხედვით აპლიკანტების ძირითადი ნაწილი რეგისტრაციის ბოლო დღეს აქტიურდებიან.
ცენტრის ცნობითვე, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაანონსებული სიახლე არც გამოცდის „გამარტივებას“ და არც „გართულებას“ არ გულისხმობს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს 3 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. 27 მარტის მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 19 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა, მაგრამ ეს რიცხვი მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არამართებული იქნება ამ მონაცემის წინა წლებთან შედარება. ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, აბიტურიენტების უმრავლესობა ბოლო დღეებში რეგისტრირდება. 2019 წლის გამოცდები იმავე პრინციპით ტარდება, როგორც წინა წლებში. მნიშვნელოვანი სიახლეები არ არის და ამის შესახებ ცენტრმა ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბერში გაავრცელა. რაც შეეხება ახალ საგამოცდო მოდელს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ საუბარი გამოცდების „გამარტივებასა“ ან „გართულებაზე“ არ არის. ახალი მოდელი ახალი კონცეფციის შემუშავებას გულისხმობს და არა საგამოცდო პროცესის გართულებასა თუ გამარტივებას“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება