მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N8 საჯარო სკოლამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს უმასპინძლა.
სკოლის ლიდერ დირექტორ თეონა მაისურაძეს, წარმატებულ მასწავლებლებსა და აქტიურ მშობლებს პორტალის ინდივიდუალურ- გუნდური, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები Izrune.ge-ს მთავარმა მენეჯერმა, თინათინ ტყეშელაშვილმა გააცნო.
შეხვედრა მზრუნველ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აუდიტორია ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის მთავარ მიზანს- ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებას, მიესალმა და Izrune.ge-სთან ერთად ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვის სურვილი გამოთქვა.
თეონა მაისურაძის შეფასებით, პორტალი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის საინტერესო გამოწვევაა, რომელიც სასკოლო საზოგადოებასა და ცხოვრებას წარმატებით აერთიანებს.
მშობლებმა Izrune.ge-სა და თბილისის N8 საჯარო სკოლას მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის, რომლის საფუძველზეც, პორტალის ყველა სიკეთე თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
გამოცდილმა და პროფესიონალმა პედაგოგებმა პროექტის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ჯერ „მეგობრული“, შემდეგ „სუპერ“ და „მომავლის კლასების“ ჩამოყალიბება დაისახეს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ:
„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;
„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია. „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.
„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა