მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სწორისა და არასწორის განსაზღვრება პირობითია და ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული.... თუმცა, მიუხედავად კეთილი მიზნებისა, არსებობს მასწავლებელთა სტანდარტული და გავრცელებული დარიგებები, რომლებიც გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლოა, არასწორად მივიჩნიოთ.
„თუ ვინმე რამეს გაწყენინებს მითხარი და დავსჯი“ - ალბათ, ყველას გაგიგიათ ეს სიტყვები სასკოლო ასაკში და გიფიქრიათ, როგორ გამოჩნდებოდით თანაკლასელების თვალში, თუ მასწავლებლის დარიგებას მიჰყვებოდით. გექნებოდათ „ენატანიას“ სახელი და კიდევ უფრო დიდ აგრესიას დაიმსახურებდით თანატოლებისგან.
რატომღაც, ეს ფაქტორი ხშირად უგულებელყოფილი რჩება და პრობლემის სისტემური მოგვარების ნაცვლად, მარტივ ხერხს ირჩევენ. გარდა კლასში დამკვიდრებული სტატუსისა, პედაგოგის ზემოთქმული მიდგომა „დათვურ სამსახურს“ უწევს მოსწავლეს და მისი სოციალური უნარების განვითარებასა და კლასელებთან კომუნიკაციის დამყარებას აფერხებს. უფროსები ყოველთვის ბავშვის გვერდით ვერ იქნებიან და ვერ დაიცავენ მას.
„თუ გადააწერინებ, ტესტებს ჩამოგართმევ“ - ბუნებრივია, პედაგოგებს სურთ, რომ განათლებული მოსწავლეები ჰყავდეთ და რეალური წარმატების მიღწევა ინდივიდუალურ მუშაობასა და შემეცნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მიდგომა, რომ საშინაო დავალება თუ საკონტროლო ნაშრომი კლასელებმა ერთმანეთს არ გადააწერინონ და თუ ერთმანეთს დაეხმარებიან ამისათვის დაისჯებიან, არასწორია. კლასი მეგობრული უნდა იყოს და მათ ერთიანობას მასწავლებელი უწყობდეს ხელს.
„ათოსნები შატალოზე არ დადიან“ - ამ მიდგომაში გაკვეთილების გაცდენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გარდა, რაც პედაგოგთა მხრიდან ლოგიკურია, აისახება მიდგომა, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეს შეცდომისა და მოდუნების უფლება არ აქვს. რაც მოზარდში მუდმივ დაძაბულობას, სტრესსა და წარუმატებლობის შიშის სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს. არადა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნები და შეცდომების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.