სიახლეები
სიახლეები

„სახელმწიფო კერძო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებას იწყებს, პროფესიული მასწავლებლის ხელფასი კი 30%-ით გაიზრდება“
28-03-2019
-
+


სახელმწიფო კერძო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებას იწყებს - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, 30%-ით გაიზრდება პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურებაც.

„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა, არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან პროფესიულ სწავლებას. აქედან გამომდინარე სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას და აქედან გამომდინარე, კერძო სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას.

ამასთან ერთად იგეგმება პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდა 30%-ით. განათლების რეფორმაში პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი და როლი. ამ მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს მეტ ინტეგრაციას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება