სიახლეები
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ
28-03-2019
-
+


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდმა („რონდელის ფონდი“) ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც  აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 24 მოსწავლე სამი დღით დედაქალაქს ეწვია. 

მათ შორის იმყოფებოდნენ დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და დირექტორი.

ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები იმყოფებოდნენ:

1) ბრიტანეთის საელჩოში, სადაც შეხვდნენ ბრიტანეთის ელჩს საქართველოში. აქვე ჩატარდა ტრენინგი, რომელშიც მოსწავლეებმა საკუთარი აზრები გამოთქვეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ასევე, იმყოფებოდნენ პარლამენტში, სადაც ისაუბრეს იმ პრობლემებზე, გეგმებზე და გადაჭრის გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირსა და ნატოში.

2) ტრენინგი ჩატარდა რონდელის ფონდის ოფისში, სადაც ისაუბრეს საქართველოში არსებულ ევროპულ და ამერიკულ პროექტებზე, რომელიც ძირითადად ახალგაზრდების განათლების ამაღლებისკენ იყო მიმართული.

3) ექსკურსია ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და შემდეგ უკვე ილუზიების მუზეუმში, რომლებმაც მოსწავლეებში უდიდესი კმაყოფილება და აღმაფრთოვანება გამოიწვია.

4) მარჯანიშვილის სახელობის დრამატურგიულ თეატრში ნახეს სპექტაკლი „ღამის სიზმარი“. 

5) კინოთეატრ ამირანში ნახეს ფილმი „კაპიტანი მარველი“. 

ღონისძიების საშუალებით გაფართოვდა მოსწავლეთა ინტერესი რიგ საკითხებზე და როგორც თვითონ მოსწავლეები აღნიშნავენ პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტის ორგანიზატორებს, რონდელის ფონდსა და ბრიტანეთის საელჩოს“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება