მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით ახალი დიოკნისის სკოლისა და სოფელის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ორიგინალური დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აქციაში მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი პოლიეთილენის ნარჩენები შეაგროვეს და გავლილი მანძილი დაასუფთავეს.
„მოხარული ვარ, რომ ამ დღეს არა მარტო შეიკრიბა მთლიანი სასკოლო საზოგადოება, არამედ ვაგროვებთ იმ ნარჩენებს, რომელიც სამწუხაროდ დატოვებულია სოფლისა და სკოლის ტერიტორიაზე“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნათია ფუტკარაძემ.
სკოლის მასწავლებელთა ინიციატივით ხშირად იმართება დასუფთავების აქციები, თუმცა ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელშიც სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა.
ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების შემცირებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი მოუწოდებს ყველა მოსწავლეს: „ვიცხოვროთ გონივრულად, სუფთა გარემოში!“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა