მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, პედაგოგმა მედეა კუჭავამ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩაატარა ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
„ეს იყო ულამაზესი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს გაზაფხულისა და ქალის თემაზე ლექსები, სიმღერები და შემოგვთავაზეს თეატრალიზებული ნაწყვეტები ნ. დუმბაძის ნაწარმოებებიდან „მე ვხედავ მზეს“, „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ და „თეთრი ბაირაღები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ დიდი მადლობა გადაუხადა პედაგოგსა და ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად.
ეს მოსწავლეები არიან: ლილე ჩხაბერიძე, ლევან ბუბაშვილი, დავით ვარდანიძე, ვახტანგ ტვილდიანი, თამთა ვეკუა, ვასო ჩიხლაძე, გიორგი დანგაძე, ვაკო ქავთარაძე, საბა ჯოხაძე, მარი ჯიმშელეიშვილი, ნინო ნიჟარაძე, თიკო და მარი შერაზადიშვილები, თეონა ბანძელაძე, ნანო დადუნაშვილი, გვანცა გვენეტაძე, მარი კირთაძე, სოფო კინწურაშვილი, მარიკა კვირიკაშვილი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა