მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
29 მარტის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 25 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა და აბიტურიენტებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, აბიტურიენტებს 3 აპრილამდე ერთი საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული.
„გაგაცნობთ შუალედურ სტატისტიკას და აბიტურიენტებს ვთხოვ, 3 აპრილის 18:00 საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს. 3 აპრილამდე აუცილებელია, ერთი საგანი მაინც ჰქონდეთ არჩეული აბიტურიენტებს, რათა რეგისტრაცია ჩაეთვალოთ. ამ პერიოდისთვის 25 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. დღეში 3 500-მდე აბიტურიენტი რეგისტრირდება“,-აღნიშნა სოფო გორგოძემ.
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1 100 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 4 000 - მდე აპლიკანტმა შეავსო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი - რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ხშირად დასმული კითხვები.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია 12 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება