მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძველი ქანდის საჯარო სკოლის ბუნებისმოყვარულთა კლუბში (ხელ-ლი კლუბის სპიკერი დავით ბეკურიშვილი, ფიზიკა -ქიმიის პედაგოგი მაყვალა იაკოფოვი) წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტის - ,,წყალი საოცრება“ პრეზენტაცია გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსმენელებმა წყლის ,,აღმოჩენის“ და შედგენილობის დადგენის ისტორიის, ნივთიერება წყლის მოლეკულის ელექტრონული აღნაგობის წყლის სტრუქტურის, წყლის, ფიზიკისა და ქიმიის შესახებ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
„მსმენელთა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია წყლის ისეთმა უნიკალურმა თვისებებმა, როგორიცაა: ანომალიები, მეხსიერება, დაბერება, გაახალგაზრდავება, გააქტიურება, წყლის სასიცოცხლო როლი ცოცხალ ბუნებაში. საინტერესო იყო სკოლის სასმელი წყლის კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული - ქიმიური ანალიზის შედეგები და მოსწავლეთა მიერ გუნდურად შედგენილი აკროსტიხები და გამოცანები წყალზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა