მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მაისის თვეში გამოცხადდება. ამის შესახებ შეფასების ადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მართალია ცვლილებები ტესტის ფორმატში არ იქნება, თუმცა გამოცდის ქულათა ბარიერის ან სხვა მიმართულებით რას გეგმავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„ველოდებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც გეგმავს გარკვეული ტიპის ცვლილებებს. როცა ისინი გვეტყვიან, რომ მზად არიან, ჩვენ გამოვაცხადებთ რეგისტრაციას. ვფიქრობ, მაისში შეიძლება მოხდეს რეგისტრაციის გამოცხადება, თუმცა, ეს მაინც მასწავლებლის სახლზეა დამოკიდებული. თუ მაისის დასაწყისში შევძელით რეგისტრაციის გამოცხადება, გამოცდა ივლისში იქნება, როგორც ეს წინა წლებში იყო“,-განაცხადა გორგოძემ.
etaloni.ge-ს კითხვაზე თუ გამოცდის ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, მაშინ რატომ არის საჭირო გამოცდაზე რეგისტრაციის თარიღის გადაწევა, სოფო გორგოძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლის სახლმა უნდა გადაწყვიტოს თარიღი.
„ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ შემსრულებლები ვართ. ამ ეტაპზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არ მოგვცა დაკვეთა, რომ დავიწყოთ რეგისტრაცია, შესაბამისად, ჩვენ არ ვიწყებთ რეგისტრაციას. თვითონ გამოცდის ფორმატში ცვლილებები არ იქნება. იქნება საგნობრივი და პედაგოგიური უნარების გამოცდა იმავე ტიპის, როგორიც ადრე იყო. განსაკუთრებული ცვლილებები ტესტის ფორმატში არ იქნება, მაგრამ არ ვიცით რა ცვლილებებს გეგმავს მასწავლებლის სახლი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, რას დაგეგმავს სხვა მიმართულებით, ვთქვათ, ბარიერი როგორი იქნება“,-განაცხადა გორგოძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება