მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ( კლასის ხელმძღვანელი ლელა გელაძე) ქიმიის მასწავლებელ ნანა ლომაძესთან ერთად, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სერვისცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეები თბილად მიიღეს, ლაბორატორიის სპეციალისტმა ლალი ჯამარაულმა კი მოსწავლეებს დაბა თიანეთის წყალმომარაგების სქემა გააცნო და ცდები ჩაატარა, რომლითაც მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრა წყლის PH მაჩვენებელი, ქლორის რაოდენობა წყალში, წყლის ჟანგბადიანობა და წყლის სიხისტე. სპეციალისტმა მოსწავლეებს ასევე აჩვენა როგორ შეიძლება წყალში ამიაკის, ნიტრატებისა და ნიტრიტების აღმოჩენა.
დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი და მეცხრე კლასის მოსწავლეები მადლობას უხდიან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრს მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...