მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მანანა სირაძემ პროფესიული ორიენტაციასა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით საინტერესო გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა.
მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ლანჩხუთის „ავერსის“ კლინიკას ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს სამედიცინო აღჭურვილობა, მოინახულეს ლაბორატორიები, გაეცნენ ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები.
„ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და პროდუქტიული იყო. დიდი მადლობა მანანა მასწავლებელს ასეთი აქტიური და მეტად მნიშვნელოვანი აქტივობისათვის, ყოველი ასეთი გასვლითი გაკვეთილი, რომელიც მისთვის ნამდვილად არ არის უცხო, აფიქრებს მოსწავლეებს და გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას თავის მოსწავლეებთან ერთად“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა