მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N70 საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა მცირე საგრანტო კონკურსში, რაშიც გაიმარჯვა პროექტით „წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება!“.
ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის: სკოლის მოსწავლეების წიგნიერების დონის შესაფასებლად სკოლაში ჩატარებული კვლევა, სახელად „წიგნიერება“; კინოჩვენება მაღალი კლასებისთვის; ნ. დუმბაძის წიგნის „ჰელადოსის“ დაანონსება და დარიგება; დისკუსია „წიგნი თუ ფილმი“; სკოლაში მწერლის, ლელა კოდალაშვილის მიერ ჩატარებული ტრენიგი „ასაკობრივი ლიტერატურა“/ „ლიტერატურის მნიშვნელობა“; აქცია „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე“ (სადაც მწვანე ციკლთან თანამშრომლობით სკოლაში მაკულატურისთვის განკუთვნილი მწვანე ყუთები დაიდგო); მაკულატურასთან და ქაღალდის გადამუშავებასთან დაკავშირებული გამოფენის ჩატარება; სტუმრობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში; სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ გამგეობასთან. ასევე, მოსწავლეების მიერ მოხდა „ლიტერატურული კაფისთვის“ გამოყოფილი ოთახის კეთილმოწყობა და აღსანიშნავია, რომ მიღებული გრანტით შესყიდულ იქნა ამ ოთახისთვის საჭირო ავეჯი (მაგიდა, წიგნების თაროები).
21 მარტს ჩატარდა ღონისძიება „გააცოცხლე ბიბლიოთეკა“, სადაც N97, N70, N74 და N48 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული წიგნები კი შეაფასეს მწერლებმა: სოფო არდიამ, თათული ღვინიანიძემ და ავთანდილ ივანიძემ, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.
„თითოეულ გუნდს გადაეცა სიგელი. ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება იყო ერთი წიგნი, რითიც შევძელით სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრება. სამომავლოდ ასევე იგეგმება ტრენინგი, რომელსაც გიორგი კეკელიძე ჩაატარებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა